ვილენის ღვთისმშობლის ხატი - 14 აპრილი (27 აპრილი)
ვილენის ღვთისმშობლის ხატი - 14 აპრილი (27 აპრილი)
გადმოცემით ვილენის ღვთისმშობლის ხატი წმინდა ლუკა მოციქულის დახატულია. დიდი ხნის მანძილზე იგი კონსტანტინოპოლში ბერძენი იმპერატორების საგვარეულო სიწმინდე იყო. 1472 წელს ხატი მოსკოვში ჩააბრძანა სოფიო პალეოლოგმა, მოსკოვის დიდი თავადის ივანე III-ის მეუღლემ. 1495 წელს დიდმა თავადმა ამ ხატით დალოცა თავისი ქალიშვილი ელენე, როცა ის ლიტვის მეფეს ალექსანდრეს მიათხოვა. ამ წმინდა ხატის ვილნოში მიბრძანებას 15 თებერვალს ზეიმობენ. მოგვიანებით ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაასვენეს, ხოლო შემდეგ ვილენის წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერში გადააბრძანეს.

ბეჭდვა
1კ1