ბეთლემის ღვთისმშობელი
ბეთლემის ღვთისმშობელი
ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში, დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქედი ხატი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო სახლს შეუწირავს მე-19 საუკუნეში. ხატი "ოდიგიტრიას" ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება. უკვე ჩვენს დროში ბეთლემის ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა. მას არა მხოლოდ პალესტინელი ქრისტიანები მიაგებენ დიდ პატივს, არამედ მუსლიმანებიც და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ქრისტიანები. არსებული ტრადიციით, ამ ხატის წინაშე, რომელიც მღვიმის შესასვლელშია დასვენებული, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა ქრისტე მაცხოვარი, შვილების მონიჭებისა და ოჯახური კეთილდღეობისთვის ევედრებიან. წმინდა ხატის, ბეთლემის ღვთისმშობლის ხსენება 15 (28) აგვისტოსაა.


ბეჭდვა
1კ1