სარკის წმინდა გიორგის უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ
სარკის წმინდა გიორგის უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ
გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. როგორც ამბობენ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო, ან ფეხი დაზიანებოდა. ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურემზე დაწოლილი მიიყვანეს, ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმარებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო. სარკის წმიდა გიორგიც სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ შეწევნა მიუღიათ.

სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში სტუმრობისას იმჟამინდელმა წინამძღვარმა, მამა გიორგიმ (ედილაშვილი) სარკის წმინდა გიორგის მიერ მომხდარ სასწაულებზე მიამბო:

-სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოების შემწეა. თავად ვარ მომსწრე ამ სასწაულებრივი შემთხვევებისა. შვილის შეძენის შემდეგ, მოდიან ხოლმე ოჯახის წევრები მონასტერში და მადლიერების ნიშნად შესაწირის წირავენ სარკის წმინდა გიორგის. ყველაზე დიდი შესაწირი ეს არის მადლიერება. ბევრი შემთხვევა ყოფილა სასწაულისა. ერთმა მრევლმა ასეთი ამბავი მომიყვა. თურმე წმინდა გიორგისთვის უთხოვიათ, ფეხით ამოვალთ და შვილი მოგვეციო. მართლაც როცა სოფლიდან მონასტრამდე ფეხით ამოვიდნენ, მაშინ მიეცათ შვილი. ერთი მანდილოსანი მოვიდა კიდევ მძიმე სენით, სიმსივნით დაავადებული. ძალიან წუხდა თავის დაავადებას. ვანუგეშე და ვურჩიე წმინდა გიორგისთვის შეწევნა ეთხოვა. "თვალცრემლიანი ლოცულობდა და წმინდა გიორგის განკურნებას სთხოვდა. რამდენიმე ხანში გერმანიიდან ანალიზების დადებითი პასუხი მოუვიდა. საქართველოშიც შეუმოწმებია და მართლაც სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, კიდევ მოვიდა მონასტერში. Aმჯერად წმინდა გიორგის შვილიერებას სთხოვდა. ორი თვის შემდეგ სასიხარულო ამბავი გამაგებინა, შვილს ელოდებოდა. ეს მართლაც ღვთის სასწაული და წყალობა არის.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1