ვარძიის წმინდა ნიკოლოზის ხატი
ვარძიის წმინდა ნიკოლოზის ხატი
სასწაულმოქმედი ხატი, ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი - მირონმდინარე ხატი. ხატი სამკარედია. ზედა რეგისტრში დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი", მესამე რეგისტრში წმინდა ნიკოლოზი. ეს სასწაულმოქმედი ხატი, ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო. როგორც ხელოვნების ნიმუში ბაზრობაზე ისე შეუძინიათ. რადგან ოჯახში ხატმა მირონდენა დაიწყო, გადაწყვიტეს, ხატი ერთ-ერთი მონასტრისთვის შეეწირათ. არჩევანი ვარძიის დედათა მონასტერზე შეაჩერეს. ხატი 12 წელია ტაძარშია დაბრძანებული. რწმენით მისულ მომლოცველებს კურნებას და შვილიერებას მიჰმადლებს.
ბეჭდვა
1კ1