ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "კარდიოტისა" საქართველოში პირველად დაიწერა...
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "კარდიოტისა" საქართველოში პირველად დაიწერა...
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "კარდიოტისა", რომელიც საქართველოში პირველად დაიწერა ჯერჯერობით ერთადერთია მორწმუნეთა სათაყვანებლად და სავედრებელად. ხატმწერმა გოჩა ბასიაშვილმა ღვთისმშობლის ხატი ჭყონდიდის ეპარქიისთვის, სოფელ სალხინოს წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძრისთვის დაწერა.

ხატის შექმნის მოკლე ისტორია ასეთია: როცა ცნობილმა კარდიოლოგმა, თამაზ ორაგველიძემ, შეიტყო ამ ხატის არსებობა, რომელიც კუნძულ კრეტაზე, დაბა კერას მონასტერში იყო დაბრძანებული, როგორც კარდიოლოგმა მოილოცა "კარდიოტისა". მონასტრიდან ხატის რეპროდუქცია წამოიღო და თავის პაციენტს, გალაკტიონ ახვლედიანს აჩუქა. გალაკტიონმა კეთილი ნება გამოიჩინა და გადაწვიტა, ეს ხატი თავის ქართულენოვან ტროპართან ერთად გაევრცელებინა. ტროპარი დავით ბასილაიამ თარგმნა. როდესაც მახათას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (კუჭავა), გულის დაავადების გამო გარდაიცვალა, დავით ბასილაიამ მისდამი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ბევრი ადამიანია გულით დაავადებული, გადაწყვიტა, ეთარგმნა ამ ხატის დაუჯდომელი, საგალობელი ლოცვა. მისი სურვილი გახლდათ შექმნილიყო ხატის ზუსტი ასლიც. მორწმუნეთა შემოწირულობებით დაიწერა ამ ხატის ზუსტი ასლი, ის ჯერ სვეტიცხოველში იყო დაბრძანებული, შემდეგ მახათას მამათა მონასტერში. 2016 წლის 14 იანვარს სალხონოს წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

KARIBCHE KARIBCHE

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "კარდიოტისა" კუნძულ კრეტაზე, დაბა კერას მონასტერში იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულთ-მოქმედი ხატი, რომლის წარწერაც გვამცნობს: "დედუფალი კარდიოტისა" ("კერა კარდიოტისა"). ამ ხატზე ღვთისმშობელი გამოსახულია ღვთაებრივი ყრმით, რომელიც მარცხენა ხელით უჭირავს, გულთან ახლოს ამიტომაც ჰქვია ხატს "კარდიოტისა" (გულისა). როგორც ჩანს, აქ გაერთიანებულია ორი სახელწოდება: ერთი, ძველი სასწაულთმოქმედი ხატისა, რომელსაც ამ-ჟამად ეწოდება "დაუღალავი მეოხი" , რომელიც ოდესღაც აქ იმყოფებოდა, ახლა კი არის რომში, და მეორე, "დედუფალი კერა". ასეთივე სახელწოდება აქვს ამჟამად მონასტერს, რომელშიც ხატი ინახება.

კერას ღვთისმშობლის ხატის იკონოგრაფია განსხვავდება "დაუღალავი მეოხის" ხატის იკონოგრაფიისაგან. გადმოცემის თანახმად, პირველი ღვთისმშობლის ხატი "კარდიოტისა" დაწერა წმინდა ლაზარემ, ხატმწერმა ბერმა, რომელიც როგორც მიიჩნევენ, ცხოვრობდა VIII საუკუნეში, ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს მეფობის ჟამს, ხატმებრძოლობის დროს.

კრეტაზე ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატი 1498 წელს მოიპარა კრეტის მცხოვრებმა, ვინმე ღვინის ვაჭარმა, გაყიდვის მიზნით. მისი მგზავრობა რომამდე, რთული და დახლართული იყო. გზის დასასრულს ვაჭარი ავად გახდა და თავისი მეგობრის სახლში გაჩერ-და. სიკვდილის წინ მან აღიარა, რომ ხატი მოიპარა და მეგობარს თხოვა, მისი სიკვდილის შემთხვევაში, ხატი რომელიმე ეკლესიისთვის გადაეცა. ხატი ამ სახლში ერთი წელი იმყოფე-ბოდა და ამ ხნის განმავლობაში ღვთისმშობელი ხშირად ეცხადებოდა სახლის დიასახლისსა და მის ქალიშვილს.

KARIBCHE KARIBCHE

1499 წ. 27 მარტს ხატი გადააბრძანეს წმინდა მათეს ტაძარში და გამო-ცხადებების საფუძველზე, რომელიც ჰქონდა ოჯახის ქალიშვილს, სადაც ხატი ინახებოდა, დაარქვეს "დაუღალავი მეოხი"... წმინდა მათეს ტაძარში ხატი იმყოფებოდა 300 წელი, სანამ ნაპოლეონის ჯარი დაანგრევდა ტაძარს. 1798 წელს 3 ივლისს ხატი გადააბძანეს წმინდა ევსევის მონასტერში, წმინდა მათეს ტაძართან ახლოს. 1819 წმინდა ხატი პასტერულში, ღვთისმშობლის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კერძო სამლოცველოში 1866 წლამდე თითქმის უპატრონოდ მიტოვებული დადავიწყებული იყო. 1866 წლის 26 აპრილს ხატი წმინდა ალფონსოს ტაძარში მიაბრძანეს.

ღვთისმშობლის ხატი კერა დაიწერა 1795 წელს სპილენძის ფურცელზე უცნობი ხატმწერის მიერ. ღვთისმშობელი გამოსახულია მჯდომარე დიდებულ ტახტზე, წინ უჭირავს ღვთაებრივი ყრმა. იესუ ქრისტე გამოსახულია ოდნავ მარცხნივ მიბრუნებული თავით და მა-კურთხეველი მარჯვენა ხელით, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს გაშლილი გრაგნილი. ღვთისმშობ-ლის გვერდით გამოსახულნი არიან წინასწარმეტყველები: მხრების სიმაღლეზე - დავითი და სოლომონი, მის კვარცხლბეკთან კი - ესაია და აბაკუმი, ესენიც გახსნილი გრაგნილებით. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ გაძლიერებული ლოცვის შემდეგ ხატზე შეინიშნება ცრემლები. მონასტერში გულმოდგინედ აგროვებენ ცნობებს ამ ხატის სასწაულების შესახებ. 1834 წელს ერთი მოგზაური წერდა: "ლასიტის მთებში დიდ პატივს მიაგებენ ხატს, რომელზეც ამბობენ, რომ ის აღმოჩნდა იქ, მას შემდეგ რაც მოფრინდა კონსტანტინეპოლიდან".

სამჯერ სცადეს თურქებმა ამ ხატის გადატანა კუნძულიდან კონსტანტინეპოლში, და ყოველთვის ხატი სასწაულებრივად ისევ კრეტაზე აღმოჩნდებოდა. გადმოცემა გვამცნობს, რომ როდესაც ხატი ბრუნდებოდა კონსტანტინეპოლიდან და მიუახლოვდა კერას მონასტერს, გზაზე იგი მიეყრდნო ერთ მაღალ ქვას და დატოვა თავისი გამოსახულება ქვაზე, რომლის ნახვაც ამ დრომდე არის შესაძლებელი. ამ ადგილს ეწოდება "გამოსახ-ულება" და ამ ქვის ძირას 1954 წ. ააგეს მომცრო ეკლესია ღვთისმშობლის ხატის სახელზე "ცხოველმყოფელი წყარო".

ბოლოს, თურქებმა გადაწყვიტეს, ხატი რომ დაეჭირათ, ის ჯაჭვით მიაბეს მარმარილოს სვეტზე, მაგრამ ხატი ჯაჭვთან და მარმარილოს სვეტთან ერთად, ისევ კრეტაზე დაბრუნდა. მორწმუნეებს დღემდე შეუძლიათ თაყვანისცენ ამ სვეტსრომელიც მონასტრის ეზოში დგას, ხოლო ჯაჭვიკანკელში, სასწაულთმოქმედი ხატის გვერდით არის მოთავსებული.
1982 წელს, ვიღაც კონტრაბანდისტების მიერ იყო ბოლო მცდელობა ხატის გატაცებისა, რომლებმაც მისი სასწაულებრივი ძალით ძლეულებმა ვერ შეძლეს ხატის ტარება და თავი მი-ანებეს. ხატი წმინდა მინას სამიტროპოლიტო ტაძარში იქნა გადაბძანებული, იქიდან უამრავი მორწმუნის თანხლებით მიაბრძანეს მონასტერში.

ღვთისმშობლის ხატი კერა - არის სასწაულთმოქმედების წყარო, მაგრამ ხატის გარ-და, სასწაულთმოქმედი თვისებები გააჩნია იმ ჯაჭვსაც, რომლითაც ცდილობდნენ ხატის დაბმას. არსებობს მრავალი მოწმობა, რომ თუ ქალი, რომელსაც არ შეუძლია დაორსულება, შემოიხვევს ჯაჭვს და გულითადად ილოცებს, შთამომავლის ლოდინი დიდ ხანს არ მოუწევს. ეს იმ მძიმე შემთხვევებშიც მოქმედებს, როცა გინეკოლოგები უკვე არ იძლევიან არა-ნაირ იმედს.
ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა ხატი
"კარდიოტისა"

ტროპარი

საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა,
ღვთისმშობელო ქალწულო, თაყუანისვსცემთ
კეთილკრძალულებით და ამბორს-უყოფთ,
რამეთუ ჭეშმარიტად მოანიჭებ მის მიერ კურნებასა,
სიმრთელესა და სიმტკიცესა სულთა და ხორცთა ჩუენთა;
ამისთვისცა სიყუარულით გიღაღადებთ:
დიდება კეთილგანგებულებასა
შენსა ჩუენდა მომართ, უბიწოო,
დიდება მოწყალებასა შენსა მორწმუნეთა მომართ;
დიდება შენდა, ყოვლადსახიერო დედუფალო.
ბეჭდვა
1კ1