სამღვდელოებამ ხატს "მხსნელის" სახელი უწოდა
სამღვდელოებამ ხატს "მხსნელის" სახელი უწოდა
ეს ხატი პეჩორის ლავრის ჯვართამაღლების ეკლესიაშია დაბრძანებული. ამ ხატის ისტორია ასეთია: 1970 წელს კიევში მოღვაწე მღვდელმა ტიმოთე შადუროვმა ორი მორწმუნე ხანში შესული მანდილოსნისგან იყიდა სახლი. მის სხვენში ინახებოდა ძველი საეკლესიო ნივთები. ყოფილმა მფლობელებმა ნება მისცეს უვარგისი ნივთების გადაყრისა. ერთი ჯვალოს ნაჭერის გარდა, რომელზეც მათი აზრით დაწერილი იყო ხატი, მამაომ ჯვალოზე ხატის კვალიც ვერ აღმოაჩინა. ხატი გადასცა სქემოსან ანანიას. მან კი მორჩილ ტაისიას დაავალა მდინარეში ჩაეშვა, რადგან ტრადიციის მიხედვით ძველ ხატებს არ წვავდნენ და მდინარის დინებას ატანდნენ. მდინარის პირას ტაისიამ მილიციონერის ყურადღება მიიპყრო. მორჩილი დაბრუნდა უკან, რაღაც ძალა აკავებდა და ჯვალოს არ აგდებდა. ნახევარი წლის შემდეგ ანანიას თხოვნით ტილო ჩარჩოში მოათავსეს. 1972 წელს ტაისია მონაზვნად აღიკვეცა გაბრიელას სახელით. ამავე წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე გამოისახა ორი ჯვარი- ღვთისმშობლის და ყრმა იესოს გვირგვინებზე. მთელი წლის განმავლობაში ტილოზე მთლიანად გამჟღავნდა ხატის ყველა დეტალები. პირველად გამოსახულება შავ-თეთრი იყო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ფერი შეიცვალა. როცა ხატი განახლების სტადიაში იყო, მოიწვიეს ხატმწერ- რესტავრატორი. შეხედა რა მან ამ სასწაულს, უარი თქვა ჩარევაზე. რთული დროის მიუხედავად ამბავი ხატის განახლებისა სწრაფად გავრცელდა. მღვდლები, მონაზვნები, უბრალო მორწმუნეები მიდიოდნენ დედა გაბრიელას სახლში. სამღვდელოებამ ხატს "მხსნელის" სახელი უწოდა.

როცა დედა გაბრიელას სიცოცხლე მიიწურა, ახლობლების რჩევით, მან 1992 წელს ხატი ლავრას გადასცა. ამ ხატის დღესასწაული აღინიშნება 1/14 ოქტომბერს.


ბეჭდვა
1კ1