თქმულება მაზერის წმინდა გიორგის ხატზე
თქმულება მაზერის წმინდა გიორგის ხატზე
უძველეს დროში, იქ, სადაც ახლა შიხრაის საძოვრებია, მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა. შიხრაში დღესაც შემორჩენილია ქვის ყორეების და სახლების საძირკვლები. იქ ამჟამად მხოლოდ წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესია დგას და საბჭოური პრიოდის დროს აგებული ბანაკის შენობები. ძველი დროის სვანეთში ისეთი თბილი კლიმატი ყოფილა, როგორც ბარში, რამაც ალბათ განაპირობა ადამიანის უშბის ახლოს დასახლება. უშბის ჩრდილო-დასავლეთით, შიხრიდან რამდენიმე კილომეტრით, სადაც ალპური ზონა ტყის ზონას ემიჯნება, ტყით გარშემორტყმულ ტრიალ მინდორში სახლის საძირკველია შემორჩენილი. იქ თურმე ცხოვრობდა გაუთხოვარი ქალი, სახელად მარიხაი. იგი ფიზიკურად და სულითაც ძლიერი, კეთილშობილი და ქველმოქმედი ყოფილა. ხშირად ჩადიოდა მთიდან სოფელში სურსათ-სანოვაგით დატვირთული და სოფლის მოსახლეობას ეხმარებოდა. მაშინ შიხრაში მხოლოდ ერთი წისქვილი მდგარა. მირიხაის ჰყოლია კარგად გაწვრთნილი ხარები. ხარებს საფქვავი თვითონ მიჰქონდათ წისქვილში. ფქვილს მეწისქვილე დაუდებდა მარხილზე და ხარებსაც შინ მიჰქონდათ. ერთ დღეს გაუშვა მარიხაის ხარები და დროზე რომ არ დაბრუნებულან, საძებრად წამოსულა. შიხრაში მას საზარელი სურათი დახვედრია. სისხლის გუბეები, დახოცილი გვამები-ღამით ყაბარდოდან ჩუმად შემოსული მტერი მოულოდნელად დასცემია სოფელს.

შეშფოთებული მარიხაი მისულა წმინდა გიორგის ხატთან. ხან თავში იცემდა ჯოხს, ხან კედელს ურტყამდა. მოთქმით საყვედურობდა წმინდა გიორგის,-სად გეძინა, სად დაიკარგა შენი ძალაო. სწორედ ამ დროს მომხდარა სასწაული. ხატი გაცოცხლებულა, მხედარს ელვის სისწრაფით გაუქროლებია ცხენი იქით, საიდანაც მტერი შემოსულა. შეჩერებულა ცხენი და სწრაფად გაჭრილა წინ. უცებ ცა შავად მოქუფრულა. დაწყებულა ქარიშხალი, სეტყვა, მეხთატეხა და მომხდურთაგან ერთიც არ დარჩენილა ცოცხალი. უკან დაბრუნებული წმინდა გიორგი სისხლით შეღებილ წყალს მიახლებია და აღმოხდენია: "წურნიიდლი", რაც ნიშნავს ისევ წითელიაო და გაბრაზებულს შუბი ჩაუსვია მიწაში. საიდანაც წყალს ამოუჩქეფია. ხარბად დასწაფებიან წყალს მაშვრალი მხედრებიც და ცხენიც. იმ დღიდან ეს წყარო წყურვილს უკლავს გამვლელ-გამომვლელს. მას "ჯგურაგის ხარგულს"-წმინდა გიორგის წყაროს ეძახიან. იმ წყაროს, რომელიც შიხრაში ჩამოდის, დღესაც წითელი დაჰკრავს. მას "წურნულდი" ჰქვია. წელიწადში ერთელ, ზაფხულის რამეს, იმ ფერდობიდან, სადაც მარიხაის ნასახლარია, გოდება ისმის. ამბობენ, მარიხაი ტირისო.

KARIBCHE

წმინდა გიორგის ძველი სვანური ხატი
ბეჭდვა
1კ1