ბოჭორმის წმინდა გიორგი
ბოჭორმის წმინდა გიორგი
ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, - ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი.

1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა".

ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში დგას. ეკლესია თარიღდება X საუკუნით.
ბეჭდვა
1კ1