"სვიატოგორის" ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
"სვიატოგორის" ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
ერთ ათონელ უხუცეს ბერს, რომელიც წმინდა მთის მოსალოცად იყო ჩამოსული, 1884 წელს, ძალიან მოწონებია "წმინდა მთის" ლავრა და ძალიან უნდოდა ამ ადგილისთვის რაიმე შეეწირა. მონასტერს ათონის მთაზე დაწერილი ღვთისმშობლის ხატი შესწირა. ხატი ლავრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ქვემოთ მდებარე მღვიმეში დააბრძანეს, სადაც წმინდა იოანე ჩაკეტილი ლოცულობდა. საბჭოთა პერიოდში ხატი შემოინახეს ღვთივსათნო ოჯახებში. 1992 წლის 4 ოქტომბერს, წმინდა დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს, ეს ხატი სადღესასწაულო ლიტანიობით გამოაბრძანეს ქალაქ სლავიანსკიდან წმინდა მთის მონასტერში და ღვთისმშობლის მიძნების სახელობის ტაძარში დააბრძანეს. ხატი შემკულია უამრავი ძვირფასი ჯვრით, პანაღიით, ბეჭდით, მედალიონით და უამრავი ფასეული ნივთით, მონეტებით. მრავალი განიკურნა წიმინდა ხატთან შეხებისას. სიყვარულის ნიშნად ხატი ძვირფასად შეამკეს. ამ ხატის ხსენების დღე 30 ივლისს აღინიშნება. ხატი XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე მონასტრშია დაბრძანებული.

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1