იერუსალიმში ქართული აღარაფერი შემოგვრჩა. თუ რაიმე დარჩა, იმასაც სხვაენოვან წარწერას უკეთებდნენ
იერუსალიმში ქართული აღარაფერი შემოგვრჩა. თუ რაიმე დარჩა, იმასაც სხვაენოვან წარწერას უკეთებდნენ
დედაქალაქში მდებარე წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძარში რამდენიმე ხანია რაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი-ხატია დაბრძანებული. მოოქროვილ, მოვერცხლილი  ღვთისმშობლის ხატი  საქართველოში მცხოვრები ქართველი მრევლისა და იერუსალიმში მყოფი ქართველი სამრევლოს შემოწირულობებით დაიწერა. ხატის დაწერის იდეა ბატონ  თემურ ქობალავას გაუჩნდა. ბატონი თემური სამი თვე იერუსალიმში ცხოვრობდა. როცა მოილოცა იერუსალიმში მდებარე სიწმინდეები და ვერსად ნახა ქართული ხატი, სურვილი გაუჩნდა დაეწერა ხატი და იერუსალიმში მდებარე ტაძრისთვის შეეწირა. სურვილი მეგობრებს გაუზიარა, რის შემდეგაც გადაწყდა შემოწირულობებით შეექმნათ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი-ხატი.

- ჩემი აზრი  მეუფე თადეოზს გავაცანი, მეუფემ ლოცვა-კურთხევა მომცა, თან მირჩია, ისე გააკეთე, რომ ყველა ქართველმა მიიღოს ამ ხატის შექნაში მონაწილეობაო. შემდეგ წმინდ დავით მეფსალმუნის სხელობის ტაძრის მღვდელმონაზონს მიქაელს (ბრეგვაძე) გავუზიარე ჩემი ჩანაფიქრი. მამა მიქაელის ხელშეწყობით მივიღეთ ხატის დაწერაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევა. როცა  უწმინდესს ვაჩვენეთ დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი-ხატი ძალიან მოეწონა, -აღნიშნა საუბრისას ბატონმა თემურმა.  დავიწყეთ თანხის შეგროვება. ხატი შესრულებულია ვერცხლში, ოქროში და მინანქრის ქვებში.  ხატმწერი გახლავთ ზურაბ აფხაზავა.  მოჭედვა  ოთარ სალბიაშვილს ეკუთვნის. მინდა ვთქვა, რომ ეს არის უქონელთა ხატი, რომლიც მცირედსაც კი იმეტებდა ხატის შესაქმნელად. ასეთ შემთხვევასაც ქონდა ადგილი, მორწმუნე ქალბატონმა ხატის შესამკობი წილი თანხა შემოწირა და ღვთისმშობელს შვილის დაფეხმძიმება შესთხოვა, რომელსაც სხვა იმედი აღარ ქონდა, ერთი თვის შემდეგ კი გვახარა,  თავისი შვილის ფეხმძიმობის ამბავი.  საბოლოოდ, ეს ხატი დაბრძანდება იერუსალიმის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსულ დედათა მონასტერში.  მონასტრის წინამძღვარმა უკვე შეარქვა სახელი-იერუსალიმის ივერთა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატი.

KARIBCHEმამა მიქაელი:
- ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი-ხატი წმინდა დავით მეფსალმუნის ტაძარში იერუსალიმში გამგზავრებამდე იქნება დაბრძანებული. ყოვედღე ვკითხულობთ ივერიის ღვთისმშობლის სახელზე პარაკლისებს. ხატის შთამბეჭდავი და მადლიანი იერი განსაკუთრებულ სიხარულს აღმიძრავს. მამებში არის ასეთი სიტყვათქმა: "სადაც რის  ხატია იქაა მისეული სული". ძველ აღთქმაში ოროს ქერუბიმებიმების ხატი საკურთხეველში  ხალხთაგან დაფარული იყო, და ვინც შესვლას შებედავდა იღუპებოდა, ამიტომ ბიბლიაში ყოველი ანგელოზის გამოცხადება დიდი შიშს იწვევდა, რადგან თუ ზეციური სულების ხატზე შეხედვა ასე ისჯებოდა, ნამდვილი ანგელოზის ხილვა გაცილებით შემზარავი იქნებოდა. ხატზე რამდენადაც გამეტებულია სიმდიდრე, შინაგანად ხვდები რომ შენი ფასეულობები შენ კი არ გამოიყენე, არამედ სულიერებისაკენ მიმართე, ეს ყველაფერი სულზე განსაკუთრებულად მოქმედებს. რამდენადაც კარგია გამოსახულება,  დიდებულია და ძვირაფსი, იმდენად შინაგანად საპატივცემულო გიხდება  და თავადვე გეხმარება რომ ამ წარმავალი მიწიური სიმდიდრით ზეციურ საუნჯეს მიემართო.
იერუსალიმში ქართული აღარაფერი შემოგვრჩა. თუ რაიმე ფრესკა ან ხატი დარჩა, ისიც სხვა ენოვანი  წარწერებით გადაასახელეს. იერუსალიმში ქართული ხატის  დავანება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა.
ასევე, ხატისათვის  დაიწერა სავედრებელი ლოცვა-ანდერძი, რომელიც სამი ძველი ანდერძისაგან გავაერთიანე და შევკარი. ვეცადე ხატებზე მინაწერის  სტილი შემენარჩუნებინა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შევცვალე.  შეიძლება ითქვას, ეს იქნება პირველი ქართულ წარწერიანი ხატი.  მინაწერი ამგვარია:

"უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, დედაო ღვთისმშობელო და მოციქულნო ათორმეტნო ვიკადრეთ და ვიმუშაკეთ ხატი ესე წყალობითა შენითა; საფასითა და მისაცემელის სიხარულითა მრავლთა მათ ქართველთა მორწმუნეთა და მსასოებელთა შენდამი, რომელთა სახელები და სახლეულნიცა მათი მოიხსენე სუფევასა შენსა. ჰყავ უკუე, უფალო, სიწმინდე ესე საუკუნოდ სახსენებლად სულთა ჩვენთა, გვარის კაცთა ჩვენთა, მამათა და ძმათა , დედათა და დათა, ნათესავთა და ყოველთა მახლობელთა ჩვენთათვის; სულით და ხორცით შესაწევნელად, წინაპართა განსასვენებელად, დღესა მას განკითხვისა შენისასა შესავედრებელად; ახმარენ ღმერთმან ყოველი ვედრებაი და ლოცვაი დღეგრძელებასა, უცოცხლე შვილნი სამარადჟამოდ და ორთავე სოფელსა შინა ცხოვრებულ-ჰყავ. გიხაროდენო და სანატრელო დედათაო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ძესა და მეუფესა ჩვენსა, რაითა ზეგარდმო-დაცვულ-ჰყოს და განამრთელოს ქვეყანაი ქართველთაი, შვილ მრავალ ჰყოს იგი; განამტკიცოს წმიდაი და მართლმადიდებელი ეკლესიაჲ ჩუენი და განუმრავლნნეს მას ძენი და ასულნი საუფეველისანი. .ვინცა იხილოთ ხატი დედისა ესე სიონისაი და კარიბჭჭისა იერუსალემისა, ბრალთა შენდობაი ბრძანეთ და ლოცვაი ილოცეთ და თქვენცა შეგინდვნეს და გაცხოვნეს ღმერთმან. ამინ!"

ათონის მთაზე ასეთი წესია: როდესაც კეთდება ღვთისმშობლის ხატის ასლი-ხატი, ურჩევენ რომ  ერთი ერთში არ გაიმეორონ ორიგინალი, ცოტა რამ მაინც უნდა იყოს  შეცვლილი, რათა ორიგინალის ორიგინალურობა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ ვიფიქრეთ და  ცვლა-მოკლების მაგიერ დამატება შევიტანეთ "მაცხოვრის თანაარსისა"  და 12 მოციქულის  ხატი. ორიგინალზე იოანე ნათლისმცემელი, ლუკა და მარკოზ მახარებლები 12-ადაა დასახელებული, ჩვენ კი სახარეისეული თორმეტი მოციქულის ჩამონათვალით შევავსეთ. აღსანიშნავია, ხშირად შემომწირველების სახელები იკარგება, ხოლმე. როდესაც  უძველეს სააღაპე მოსახსენიერებლებს ვკითხულობთ, ვხედავთ რომ შემომწირველები სახელ-გვარებით იხსენებიან. ვცდილობ ეს ტრადიცია აღდგეს, ამიტომ ყველა მორწმუნე, ვინც ხატისათვის შესაწირს გაიღებს, ან რამეს  შესწიარვს, მის სახელსა და გვარს სასაუკუნოდ  ვტვიფრავთ ხატის უკანა კედელზე, რათა მათი სახსენებელი შემორჩეს.
დაე, ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყოს ქართველების ლოცვა იერუსალიმში, იმ წმინდა ადგილიდან, სადაც  დღეს წმინდა მარიამ მაგდანლინელის სახელობის დედათა მონასტერია და სადაც მაცხოვარმა, მის საყვარელ მოწაფეებთან ერთად, უკანასკნელად ილოცა, საიდანაც შესდგა ყველაზე დიდი საგამომხსნელო ვედრება სამებაში,-განკაცებული ძის ლოცვა ზეცური მამისადმი .



ავტორის ფოტოები

ბეჭდვა
1კ1