ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი
გურიიდან მომავალ ახალჯვარდაწერილ კახთა მეფე ლევანს და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია. დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ღამისთევისას ის შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი - ხახულის ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი. ხატს ზურგზე 44 წმინდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისის ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.



ბეჭდვა
1კ1