ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ხახულის კარედი
ხახულის ტრიპტიქი 1952 წლიდან დღემდე საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია. თავიდან ხატი ისტორიულ ტაოში, ხახულის მონასტერში ბრძანდებოდა და დავით აღმაშენებელს გადმოუსვენებია გელათის მონასტერში, სადაც ახლად შეუჭედავთ, შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით, ტიხრული მინანქრითა და პატიოსანი თვლებით.

ტრიპტიქის მთავარი ნაწილი - ხახულის ღვთისმშობლის ხატი თავიდან ძვირფასი ლითონის ჭედურ ხატს წარმოადგენდა, რომლის სახე და ხელები ტიხრული მინანქრით იყო შესრულებული.

ხატისკარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს, რომ ხახულის კარედი დავით აღმაშენებლისა და მისი ძის დემეტრეს ქტიტორობით და სახსრებით მოუჭედავთ. მინანქარი საქართველოში 1072 წელს ჩამოუტანია ლოგინად ჩავარდნილი მამის სანახავად ჩამოსულ ბაგრატ IV-ის ასულს, ბიზანტიის დედოფალს მარიამს.



ბეჭდვა
1კ1