ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
"მოალერსე" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული"
ამ ხატის წინაშე ლოცულობდა წმინდა სერაფიმე საროველი და მის წინაშე მიაბარა ღირსმა მამამ სული უფალს თავის სენაკში. ხატი მცირე ანალოგიაზე იყო დაბრძანებული. წმინდა სერაფიმე კი თავისი თეთრი შესამოსელით მუხლმოყრილი იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა დაკრეფილი. ბევრს ისიც კი მოეჩვენა, წმინდა ბერს ლოცვისას ჩასძინებიაო. წმინდა სერაფიმეს სენაკის ღვთისმშობლის ხატი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი სიწმინდეა.







ბეჭდვა
1კ1