ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
"მსწრაფლშემსმენელი"
ეს ხატი ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია. ღვთისმშობელი ბნელ დერეფანში კედელზე იყო დაბრძანებული და მონასტრის ტრაპეზარი - ნილოსი ხშირად მის წინაშე ანთებული კვარით მიმოდიოდა. ერთხელ მას ჩაესმა ხმა, რომელიც კვარით სიარულს უკრძალავდა, რადგან კვამლი წმინდა ხატს ჭვარტლავდა. ბერმა იფიქრა, რომ ძმები ეხუმრებოდნენ და ყურადღება არ მიაქცია ამ ხმას, რომელიც სინამდვილეში ხატიდან გამოდიოდა. ამიტომ იგი დაისაჯა სიბრმავით. ნილოსმა მალევე შეიგნო თავისი დანაშაული, მწარედ ინანა კადნიერება ზეციური დედოფლის წინაშე, ცრემლით ევედრა მას და უმალვე განიკურნა. მას შემდეგ ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა - "მსწრაფლშემსმენელი" მრავალ კურნებას აღასრულებს და მონასტრის უდიდეს სიწმინდედ ითვლება.



ბეჭდვა
1კ1