ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
"სამი სიხარული"
XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან "წმინდა ოჯახის" ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავ მღვდელს დაუტოვა, თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მღვდელმა სურათი თავისი ეკლესიის წინკარში მოათავსა და მას "სამი სიხარული" უწოდა. ხატზე მართლაც სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე ნათლისმცემლისა.

ერთხელ ამ ეკლესიაში მოვიდა ერთი ცნობილი ქალბატონი, რომლის ქმარს ცილი დასწამეს, გადაასახლეს, მამული ჩამოართვეს, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ევედრებოდა ღვთისმშობელს უდანაშაულო ადამიანების ხსნას. ერთხელ სიზმრად იდუმალმა ხმამ უბრძანა, "სამი სიხარულის" ხატის წინაშე ელოცა. ქალი დიდხანს ეძებდა მას. ბოლოს პოკროვკაზე, ეკლესიაში მიაგნო. მალე მისი ქმარი გაამართლეს და გადასახლებიდან დააბრუნეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

ვიდრე დაუჯდომელი დაიწერებოდა, ოთხშაბათობით ამ ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ. დაუჯდომლის შექმნის შემდეგ ფიქრობდნენ, რომელი საგალობელი აღევლინათ. მოულოდნელად "სამი სიხარულის" წინაშე კანდელი აინთო. მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება, მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა. ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.


ბეჭდვა
1კ1