ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
"გონების მომნიჭებელი"
ეს ხატი იშვიათია. მისი პირველი გამოსახულება ქალაქ რიბინსკში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარშია მოთავსებული. ხატის შექმნა დაკავშირებულია მართლმადიდებლობის მტკიცე რწმენასთან, რომ ღვთისმშობელი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა და ძისა თვისისა, იგი ადამიანებს მიმადლებს სულიერ და ხორციელ ნიჭებს. მათ შორის გონებისა და გულის ღვთაებრივი ჭეშმარიტების სხივით განათლება უპირველეს ადგილს იკავებს. ამ აზრს გამოხატავს ხატი "წმინდა სოფია - სიბრძნე ღვთისა". "გონების მომნიჭებელი" მიგვანიშნებს, ვილოცოთ გონებრივი განვითარებისთვის. ამ ხატის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და იესო ქრისტეს თავს სამეფო გვირგვინები ადგათ. ამასთან, უფალი იესო მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში სკიპტრა უპყრია. ღვთისმშობელი და ყრმა ღმერთი თითქოს ერთ სამოსში არიან გამოსახულნი, ორივე მხრიდან ოთხ ღრუბელზე მუხლმოყრილ ანგელოზებს ხელში ანთებული სანთლები უპყრიათ, ღვთისმშობლის ფეხებთან ფრთაგაშლილი ქერუბიმი მოჩანს.




ბეჭდვა
1კ1