ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
"ძუძუსმაწოვებელი"
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარაიას კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც მონასტერს ეკუთვნის. თავიდან ხატი საბა განწმენდილის ლავრაში იყო, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის ვინმე საბა ესტუმრებოდა და ლავრა მას ლოცვა-კურთხევის ნიშნად ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა. წმინდა საბა მშვიდობით წარდგა ღვთის წინაშე VI საუკუნეში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბმა. მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმინდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა.




ბეჭდვა
1კ1