ბორჯომში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის ასლი-"უმილენიე" ჩამოაბრძანეს - ამ ხატზე წმინდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა
ბორჯომში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის ასლი-"უმილენიე" ჩამოაბრძანეს - ამ ხატზე წმინდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა
ეს იმ მირონმდინარე ხატის ასლია, რომელზედაც წმინდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა
ბორჯომის ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთევით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის ასლი-"უმილენიე" ("სინაზე") ჩამოაბრძანეს. ხატის ჩამობრძანებას სამღვდელოება მრევლთან ერთად გალობით შეეგება.
მეუფე სერაფიმე: ამ ხატის სახელი განთქმულია მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. ეს ხატი არის იმ ქალაქიდან, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა წმინდა სერაფიმე საროველი. ხატს მოვლილი აქვს, საბერძნეთი რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მართლმადიდებლური ქვეყნები. ეს ხატი პირველად ჩამობრძანდა საქართველოში, პირველად არის ბორჯომშიც. გვწამს, რომ ამ ხატის მადლით დაილოცება ჩვენი ქალაქი და სრულიად საქართველო.

მამა ბასილი: იმ მირონმდინარე ხატის ასლია ჩამობრძანებული რომელზედაც წმინდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა. ხატს უკვე 15-16 წელია მირონი სდის. უამრავი სასწაულები ხდება. ამ ხატის ჩამობრძანებას ზეიმით ვხვდებით. ყველას ვულოცავთ ამ დიდ სიხარულს.
ღვთისმშობლის ხატი ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. სიწმინდის მოლოცვა მრევლს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.

***
გთავაზობთ მცირე ცნობებს "უმილენიეს"- (სინაზის) ღვთისმშობლის ხატის შესახებ.
ეს ხატი წმინდა სერაფიმე საროველის კელიაში იყო დაბრძანებული. ხატთან ჩაუქრობელი კანდელი ენთო. ამ კანდელის ზეთს აცხებდა ხოლმე წმინდა მამა კელიაში მისულ ავადმყოფებს. ფიზიკურ კურნებასთან ერთად ისინი სულიერ ნუგეშსაც იღებდნენ. ამ ხატს ხშირად ასე უწოდებდა წმინდა მამა. "სიხარული ყველა სიხარულისა".
იმპერატორმა ნიკოლოზ II -ემ ხატი ძვირფასი სამოსელით დაამშვენა. 1927 წელს, დაიხურა დივეევოს მონსტერი. ამ მონასტერი იყოღვთისმშობლის ხატი დაბრძანებული. ღვთის ნებით შესაძლებელი გახდა ამ ხატის გამობრძანება. წლების განმავლობაში ამ ხატს ღვთისნიერი ადამიანები ინახავდნენ. 1991 წელს, ეს ხატი პატრიარქს ალექი მეორეს გადაეცა და დღესაც რუსეთის საპატრიარქოშია დაბრძანებული. ხატის დღესასწაული 10 აგვისტოს (28 ივლისს) აღინიშნება.
შეგვეწიოს მისი ძალა და მადლი.




ბეჭდვა
1კ1