იერუსალიმის ღვთისმშობელი - 12 (25) ოქტომბერი
იერუსალიმის ღვთისმშობელი - 12 (25) ოქტომბერი
გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მეთხუთმეტე წელს ლუკა მახარებელმა დაწერა.

453 წელს ხატი იერუსალიმიდან ცარგრადში გადაიტანა საბერძნეთის მეფემ ლეონ დიდმა და იქ ღვთისმშობლის ტაძარში მოათავსა. როცა ღვთისმშობლის შეწევნით სკვითები დამარცხდნენ, ის კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში გადააბრძანეს.

988 წელს ხერსონში რუსთა შემოსვლისას ლეონ VI ფილოსოფოსმა ხატი წმიდა დიდ მთავარ ვლადიმირს გადასცა, როცა მას კორსუნი დაიპყრო და იქვე მოინათლა. წმინდა ვლადიმირმა ეს სიწმინდე ნოვგოროდელთა მოქცევასთან დაკავშირებით მათ აჩუქა. ის აქ სოფიის ტაძარში იმყოფებოდა, სანამ ქალაქს მეფე იოანე IV დაიპყრობდა, რომელმაც ხატი მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონის დროს ხატი დაიკარგა და მის ადგილას დააბრძანეს ძველის ზუსტი ასლი, რომელიც მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან გადმოიტანეს. ხატის კიდეებზე გამოსახული არიან მოციქულები: პეტრე და პავლე, იოანე, სვიმონი, ფილიპე, მაკარი, იაკობი, თომა, ბართლომე, ასევე წმინდა მოწამეები: პროკოფი, გიორგი და მერკური.
ბეჭდვა
1კ1