შეგვეწიოს ზარზმის ღვთისმშობლის მადლი!
შეგვეწიოს ზარზმის ღვთისმშობლის მადლი!
ზარზმის ღვთისმშობლის ხატი  შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შესანიშნავი  საგანძურია. დღეს ეს ხატი  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმია დაბრძანებული.

ზარზმის ღვთისმშობელი ვერცხლისგან მოჭედილი და მოოქროვილი ხატია. ღვთისმშობელი ყრმით - დედა-შვილური ალერსითა და სითბოთია გამსჭვალული. გარშემო, ჩარჩოს არშიებზე გამოსახულია კომპოზიციები მაცხოვრის და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან. ხატს ახლავს ვრცელი საქტიტორო წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის "გლახაკი ეპრაქსია", დედა "ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა" – ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან. მოხსენიებული არცერთი ისტორიული პირის ვინაობის დადგენა არ ხერხდება, მაგრამ მთელი ეს მოჭედილობა ასახავს XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ოქრომჭედლების შემოქმედებით მიღწევებს.
შეგვეწიოს ზარზმის ღვთისმშობლის მადლი!



ბეჭდვა
1კ1