წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შექმნა წმინდა ლუკა მახარებელს უკავშირდება
წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შექმნა წმინდა ლუკა მახარებელს უკავშირდება
წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შექმნა წმინდა ლუკა მახარებელს უკავშირდება.
იგი საქართველოში ბიზანტიიდან  ჩამოაბრძანეს მეფე მირიანის ძის-ბაქარის დროს. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაააბრძანეს, სადაც იგი უამრავ სასწაულებს ახდებდა. ხატმა თავისი სახელწოდებაც აქედან მიიღო.
1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება. ტაძარში ამჟამად ხატის ასლია დაბრძანებული.

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი განსაკუთრებით განიდიდა მას შემდეგ, რაც აქ მოღვაწეობა დაიწყო VI საუკუნეში საქართველოში სამისიონეროდ ჩამოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა-წმინდა ისე წილკნელმა და  სამუდამო განსასვენებელი ტაძარშივე ჰპოვა. წმინდა ეპისკოპოს ისეს საფლავი დიდი სიწმინდეა საქართველოს ეკლესიისა და იგი ღვთისმშობლის ხატთან ერთად ბევრს იზიდავს საკვირველი მადლისა და კურთხევის მისაღებად. მისი ხსენება ეკლესიაში 15 დეკემბერს აღინიშნება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა - 21 სექტემბერი, წილკნელთა საყვარელი ტაძრის დიდებული დღესასწაულია. ამ დღეს აქ საქართველოს ყოველი კუთხიდან უამრავი ხალხი იკრიბება, რათა თაყვანი სცენ ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ ხატს და გამოსთხოვონ მას ზეციური მფარველობა.

წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია კვლავაც ზარების რეკვით უხმობს თავის უძველეს სამწყსოს, რათა მადლიანი კალთა გადააფაროს მას და ამქვეყნიური ცხოვრებიდან შეჭირვებულნი და დამაშვრალნი, შეავედროს უფალს, მიწიერნი აზიაროს ზეცას და მარადიული სიხარული შესძინოს მათ.


ბეჭდვა
1კ1