4 სექტემბერს ღვთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაულია
4 სექტემბერს ღვთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაულია
1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში შესრულებული ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), რომელიც იაროსლაველი ვაჭრის - გიორგი ლიტკინის ერთ-ერთმა მსახურმა სტეფანემ შეისყიდა და თავის ბატონს მიართვა.

გიორგი ლიტკინმა ღვთის ჩაგონებით სიწმინდე არხანგელსკის ეპარქიაში, დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორიის  მამათა მონასტერს შესწირა. ამ წმიდა ხატისგან უამრავი სასწაული აღესრულა.

1654 წელს ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), განსაახლებლად და პერანგის შესამკობად მოსკოვში ჩააბრძანეს და კიტაი-გოროდის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ამ დროს ხატიდან გადაწერეს ასლი და იმავე ტაძარში დააბრძანეს. მოსკოვში მაშინ შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. უამრავი შეჭირვებული მოაწყდა ტაძარს და ახალშექმნილი ხატიც სასწაულებით გაბრწყინდა.

1658 წელს დაწესდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაული.


ბეჭდვა
1კ1