ხობის წმინდა გიორგის ხატი
ხობის წმინდა გიორგის ხატი
ხობის მონასტერში ცალკე ადგილს იკავებს მცირე ზომის წმინდა გიორგის ხატი. მისი ნახევარფიგურა ფერწერით არის შესრულებული და განახლებულია XIX საუკუნეში, იმავე მხატვრის ხელით, რომელმაც ვედრების ტიპის ღმრთისმშობლის სახე აღადგინა. საინტერესოა ამ ხატის მოჭედილობა და ზურგის წარწერა:

"მოწამეთა შორის მთავარმოწამეო გიორგი, რომელმან მოიგე გუირგვინი უხრწნელობისაი დამხობითა მძლავრთაითა შემუსვრითა კერპთაითა შემუსრე ორკერძოვე წყალობითა შინა ჩემცა მებრძოლი და უფროისღა სულისაი მარადსა მყოფსა მიმთვალველმან მრავალგზის შენმიერთა მარჯუებითა სანაცვლოდ 1 წულილი დედაკაცისი შენისა ქრისტეს მობაძუითა ჩემ ტბელისა გრიგოლისძისაგან".

KARIBCHE

სავარაუდოა, რომ ეს ხატი თავის დროზე ტბეთის მონასტერს ეკუთვნოდა და შემდგომ იგი ხობში გადააბრძანეს. ტბელის ტიტულით განვითარებულ შუა საუკუნეებში მოიხსენიებოდნენ აბუსერისძეები, ხიხათის ციხის პატრონი სამხრეთ საქართველოში, რომელიც დიდ როლს ასრულებდნენ სამეფო კარზე. გამორიცხული არ არის, რომ აქ მოხსენიებული პიროვნება, სწორედ ამ სახლის წარმომადგენელი იყოს.  შესრულების მიხედვით ხატი  XII საუკუნეს განეკუთვნება.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1