ხოლმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი
ხოლმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი
გადმოცემის მიხედვით, რომელიც ეპისკოპოს იაკობის მიერაა ჩაწერილი, წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი სხვა ხატებთან ერთად კონსტანტინეპოლიდან წმიდა მოციქულთასწორმა მთავარმა – ვლადიმირმა, წმიდა ნათლისღების შემდეგ, კონსტანტინეპოლიდან ჩამოაბრძანა. ხატი სამ ერთმანეთთან შეერთებულ დაფაზეა დაწერილი, სიმაღლით – არშინი და 4 გოჯი, სიგანით 1 არშინია.

ხოლმის ღვთისმშობლის ხატი ბრძანდება ფსკოვის გუბერნიის ქალაქ ხოლმში. ხატს აქვს ჭრილობის ნიშნები: ერთი მარცხენა მხარეზე, მეორე ღვთისმშობლის მარჯვენა ხელზე. პირველი მშვილდისრის შედეგია, რომელიც თათარმა ესროლა. თათარი მყისვე დაბრმავდა. მეორე კი შუბის კვალია, რომელიც ურწმუნო მეომარმა სტყორცნა, რის გამოც თავი გვერდზე მოექცა.

როდესაც ხოლმს შემოესია თათართა ხანი და ერთი შეტევით უნდა აეღო იგი, მაშინ თავადებმა ცრემლებითა და ვედრებით გამოაბრძანეს ხოლმის ღვთისმშობელი და პირით თათრებისაკენ დააბრძანეს. თათრები შეძრწუნდნენ. ხოლმის მთა ამაღლდა ღრუბლამდე და შეშინებულები უკუიქცნენ.

ერთხელ მნათემ შენიშნა ტაძრიდან გამომავალი სინათლე და მიუახლოვდა მას. იქიდან მოისმოდა ანგელოზთა გალობა, რომლებიც ადიდებდნენ ღვთისმშობელს. გახსნა ტაძრის კარები და იხილა, რომ ნათელს გამოსცემდა ღვთისმშობლის ხატი.

1888 წელს თვით რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II და მისი ოჯახი ემთხვეოდა სასწაულებრივ ხატს. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენების დროს, ხატი ლტოლვილებთან ერთად აღმოსავლეთში გაემგზავრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი მოსკოვში აღმოჩნდა, 1918 წელს კი კიევში გადაიტანეს. 1943 წელს ხატი დაბრუნდა ხოლმში, მაგრამ მისი შემდგომი ბედი მრავალი წლის განმავლობაში უცნობი იყო.

1996 წელს ხოლმის ხატის ორიგინალი გადაეცა ვოლინის ხატის ქ. ლუცკის რეგიონალურ მუზეუმს, რომელსაც სერიოზული რესტავრაცია სჭირდებოდა. ხატი ღვთისმოსავმა ქალმა გადასცა, რომლის ოჯახშიც მრავალი წლის მანძილზე ინახებოდა. მუზეუმს აქვს ოთახი, რომელიც სპეციალურად ღვთისმსახურებისთვის არის განკუთვნილი.

ბეჭდვა
1კ1