ლუკიანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი.
ლუკიანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი.
ეს ხატი XVII საუკუნის ბოლოს განდიდდა. 1594 წელს, მეფე თევდორე ივანეს ძის ბრძანებით და პატრიარქ იობის ლოცვა-კურთხევით, სოფელ იგნატიევოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია აშენდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტაძრის ხატი მოულოდნელად გაუჩინარდა და სოფლიდან სამი მილის დაშორებით იმ უკაცრიელ ადგილას გამოჩნდა, რომელიც სოფელ ფსკოვიტინო-რამენიდან 5 ვერსით იყო დაშორებული. მსგავი ამბავი სამჯერ განმეორდა. პატრიარქ იობის ლოცვა-კურთხევით სოფლის მოსახლეობამ ეკლესია ამ ადგილას გადმოიტანა. მღვდელიც იქ გადასახლდა. პოლონელთა და ლიტველთა შემოსევის დროს ეკლესია გაძარცვეს. 1640 წელს უგლიჩის მონასტრიდან რამენაში ახალგაზრდა მოსაგრე ილარიონი ჩავიდა (რომელიც მოგვიანებით ლუკიანეს სახელით ბერად აღიკვეცა) და გაუკაცრიელებულ ტაძარში ორი ხატი ნახა, რომელიც უვნებლად გადარჩენილიყო: ღვთისმშობლის შობის სატაძრო ხატი და ტრაპეზის - სმოლენსკის ხატი. გამოჩინებული სასწაულმოქმედი ხატის სახელზე აშენდა ახალი ტაძარი და დაარსდა სავანე, რომელსაც მისი სახელი - ლუკიანეს უდაბნო ეწოდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხატმა განსაკუთრებული პოპულარობა 1771 წელს ჰპოვა, როდესაც რუსეთს შავი ჭირი დაერია. მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, რომელიც მას მოჰყვა, გახდა მიზეზი იმისა, რომ რუს ხალხს გულმხურვალედ მიემართა ღმერთისა და მისი უწმინდესი დედის მიმართ ლოცვით, რომ განთავისუფლებულიყვნენ თავს დამტყდარი უბედურებისგან. აღდგომის შემდეგ მე-6 კვირას, როდესაც ლუკიანეს უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სასწაულმოქმედ ხატთან ერთად ქალაქს ირგვლივ შემოუარეს, ჭირმა უკან დაიხია.

ამჟამად ლუკიანეს ხატის ორიგინალი დაკარგულია, თუმცა 1992 წელს ნაპოვნი იქნა მე-19 საუკუნის სიწმინდედ შერაცხილი ხატის ასლი.

ბეჭდვა
1კ1