იზიასლავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი.
იზიასლავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეს მეტად ძველი ხატი მინსკის ოლქის იზიასლავის დასახლებაში, მინსკიდან 20 ვერსის დაშორებით, ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში იმყოფება. ის ბიზანტიური ხატწერით არის შესრულებული. დიდი ალბათობით, ეს ხატი იმ დროიდანაა შემორჩენილი, როდესაც უძველეს დროში იზიასლავში მართლმადიდებლობა ყვაოდა. ეს ადგილი ისტორიული თვალსაზრისით მეტად ღირსშესანიშნავია. დიდი მთავარმა ვლადიმერმა, რომელმაც რუსი ხალხი გააქრისტიანა, XI საუკუნეში იზიასლავში როგნედი და მისი ვაჟი იზიასლავი გადაასახლა, რომელთაც მისი სიცოცხლის ხელყოფა ედებოდათ ბრალად. სწორედ იზიასლავის სახელის გამო ეწოდა მას იზიასლავი. გადმოცემით, აქ იყო დედათა მონასტერი, რომელიც დააარსა როგნედიმ, წმ. ნათლისღებით ანასტასიმ. ახლა ამ მონასტრიდან აღარაფერია შემორჩენილი.

ბეჭდვა
1კ1