ბოროვენსკის ღვთისმშობლის მიძინების ხატი
ბოროვენსკის ღვთისმშობლის მიძინების ხატი
კალუგის გუბერნიაში, ბოროვენსკის სოფლის სასაფლაოს მიძინების ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფებოდა. ეს სწორედ ის ხატია, რომელიც ღირსმა ფერაპონტმა თავისი სულიერი მამის სერგი რადონეჟელისგან ბორონევსკის ახალი სავანის დასაარსებლად ლოცვა-კურთხევის ნიშნად მიიღო. სიწმინდედ შერაცხილი ხატი მარჯვენა კლიროსთან ხუთგუმბათიანი, შვიდქიმიანი, ჯვრებით შემკული ეკლესიის სახის კიოტში იყო ჩასმული. ძველი ბერძნული ხატწერით შესრულებული ხატი კარედის ფორმის იყო, სიმაღლით – 2/4, სიგანით – არშინ-ნახევარი. ბოროვენსკის მონასტერი სამრევლო ეკლესიად იქცა.

დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდებული იყო ფერაპონტის უდაბნო, როგორ უყვარდათ ღვთისმოსავ ადამიანებს მთელი კუთხიდან აქ შეკრება, მაშინაც კი, როდესაც მონასტერი აღარ იყო. ისინი აქ არა მარტო სალოცავად, არამედ წმინდა წყაროდან წყლის ასაღებადაც მოისწრაფოდნენ (ის დღემდე არსებობს). მრევლი ცოცხლობდა, ლოცულობდა, პატივს მიაგებდა საეკლესიო ტრადიციებს იმ საშინელ დღემდე, სანამ უღვთო ხელისუფლებამ უმოწყალოდ არ დახურა ტაძარი (1935 წ). 1961 წლიდან მასში განთავსებული იყო მარცვლეულის საწყობი და გამყოფი პუნქტი.

მხოლოდ 2007 წელს მიძინების ტაძარი საბოლოოდ გადაეცა კალუგის ეპარქიას. დღეს სავანეში იქმნება პირობები ძმების ცხოვრებისთვის, რომლებიც მზად არიან დასახლდნენ აღდგენილ სავანეში. იწერება ღირსი ფერაპონტი ბოროვენსკის ხატი. სამუშაოს დასრულების შემდეგ, იგეგმება ხატის საზეიმო გადაცემა ბოროვენსკის მონასტრისთვის.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).

სურათზე: ბოროვენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი
ბეჭდვა
1კ1