კრესტოგორის ღვთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი".
კრესტოგორის ღვთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი".
ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები. ხატი მიეკუთვნება იკონოგრაფიულ ტიპს "ძუძუსმაწოვებელი".

ხატი 1650 წელს ქ. მინსკიდან 20 ვერსის დაშორებით, კრესტოგორის საზღვართან (დღეს სოფელი რაუბიჩი, მინსკის ოლქი) მაღალ ხეზე გამოჩნდა, მისი გამოცხადების ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია დაარსდა, სადაც ხატი აღსავლის კარის თავზე მოათავსეს და სპეციალური მექანიზმის საშუალებით თაყვანისსაცემად ძირს უშვებდნენ.

შვედების თავდასხმის დროს მოსახლეობამ შემწეობისათვის ღვთისმშობელს მიმართა, ხალხს დღემდე სწამს, რომ სწორედ ზეციურმა დედოფალმა იხსნა უბედურებისაგან. ხალხის მადლიერ მეხსიერებას ამ ხატის მიერ აღსრულებული განკურნების მრავალრიცხოვანი მაგალითი შემორჩა. ამბობენ, რომ ერთხელ იგი ფარულად წაიღეს ტაძრიდან, მაგრამ მალე ხატი კვლავ გამოჩნდა უწინდელ ადგილას, გამტაცებელი კი სასტიკად დაისაჯა.

საბჭოთა ანტირელიგიური დევნის დროს მიძინების ტაძარი დაიხურა, კრესტოგორის ხატი კი გაუჩინარდა.

წყარო: დრევო-ინფო.რუ.

სურათზე: რაუბიჩის (ადრინდელი კრეტოგორის) აღდგენილი ტაძარი
ბეჭდვა
1კ1