ტუპიჩევის ღვთისმშობლის ხატი
ტუპიჩევის ღვთისმშობლის ხატი
ხატი მე-17 საუკუნის დასაწყისში ქალაქ მსტისლავში, ტუპიჩევის მხარეში სასწაულებრივად გამოჩინდა. კეთილმორწმუნე მართლმადიდებელმა მემამულემ კონსტანტინე იპატის ძე მაცკევიჩმა, ამ მხარის მეპატრონემ, სიწმინდის გამოჩენა ღვთის განსაკუთრებული წყალობის ნიშნად მიიჩნია და იქ, სადაც ხატი იპოვეს, სულიწმიდის გარდამოსვლის სახელზე ეკლესია აღმართა, ასევე მონასტრის აშენებაც გადაწყვიტა. გარდაცვალებამ ხელი შეუშალა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში, მაგრამ სასიკვდილო სარეცელზე დაჟინებით სთხოვა თავის მეუღლეს ანას და ვაჟებს ღვთისმოსაური წამოწყების დასრულება. თუმცა ოჯახს ამხელა საქმისთვის თანხები არ გააჩნდა. მემამულის ვაჟებმა დახმარებისთვის მიმართეს თავიანთ ნათესავებს ანდრიას და მატვეის, დიდგვაროვან მემამულებს სტეტკევიჩებს, ორშანსკის კუტეინის მონასტრის წინამძღვარს და მსტისლავის მცხოვრებლებს. 1641 წელს ქალაქის მცხოვრებთა აქტიური მონაწილეობით აშენდა ტუპიჩევის მონასტერი. სავანემ მიიღო ახალგამოჩინებული სიწმინდე.

1847 წელს ტუპიჩევის ღვთისმშობლის ხატთან ერთად სამი ლიტანია დადგინდა.

მონასტერი, რომელიც 1641 წელს დაარსდა, მოიცავდა ოთხ ეკლესიას, საცხოვრებელ და სამეურნეო შენობებს. მონასტერი დიდი სამამულო ომის დროს გადაწვეს. იგი საბოლოოდ განადგურდა 1950-იანი წლების ბოლოს - 1960-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კარაქისა და ყველის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. იმ დროს ხატი დაიკარგა. ამჟამად მონასტრის ადგილას მხოლოდ აგურის გალავნის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

დღეს ტუპიჩევის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის ასლი მსტისლავის წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმყოფება.

წყარო: დრევო-ინფო.რუ.

ბეჭდვა
1კ1