მაკარის ღვთისმშობლის ხატი "ოდიგიტრია" (+1442) - 17 (30) სექტემბერი
მაკარის ღვთისმშობლის ხატი "ოდიგიტრია" (+1442) - 17 (30) სექტემბერი
მდინარე უნჟის პირას მოსაგრეობდა ღირსი მაკარი სასწაულმოქმედი. 1442 წლის 17 სექტემბერს, დილის 3 საათზე, როცა ღირსი მაკარი დაუჯდომლის ლოცვის კითხვას ამთავრებდა თავის კელიაში, უეცრად იქაურობა განათდა და კელიის კედლებს იქით მას გალობა შემოესმა: "გიხაროდენ მიმადლებულო"... გაოცებული და შეშინებული ბერდიდი კელიიდან გავიდა, და ჩრდილო-დასავლეთით ცის კაბადონზე მოჩანდა გაბრწყინებული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოსაგრის კელიას მოუახლოვდა. ღირსმა მაკარმა მუხლი მოიდრიკა და ღვთისმშობელს "გიხაროდენი" შეჰღაღადა, შემდეგ კი მიირქვა ღვთისმშობლის ხატი და კელიაში შეაბრძანა. ხატის გამოცხადების ადგილას, შემდგომში მონასტერი აშენდა, რომელსაც მაკარის მონასტერს ეძახდნენ.

ბეჭდვა
1კ1