ფსკოვ-პეჩორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "სინაზე" (+1524) - 26 აგვისტო (8 სექტემბერი)
ფსკოვ-პეჩორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "სინაზე" (+1524) - 26 აგვისტო (8 სექტემბერი)
26 აგვისტოს (8 სექტემბერს) ეკლესია ფსკოვ-პეჩორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის "სინაზის" დღესასწაულს აღნიშნავს. ფსკოვ-პეჩორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "სინაზე" ფსკოვის მონასტრისთვის ფსკოველმა ვაჭრებმა - ბასილიმ და თეოდორემ დააწერინეს დაახლოებით 1521 წელს. ხატი განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1524 წელს მისი ძალით და მადლით აღსრულებული სასწაულებრივი კურნებების წყალობით. ფსკოვ-პეჩორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის "სინაზის" და ამავე მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ხატის სასწაულებრივი ძალა მთელი სიცხადით გამოჩნდა 1581 წელს, როდესაც პოლონეთის მეფემ ალყაში მოაქცია მონასტერი. ხატ "სინაზის" დღესასწაულს ეკლესია კიდევ 7 ოქტომბერს ზეიმობს იმის მოსაგონებლად, თუ როგორ იხსნა ფსკოველები წმინდა ხატმა ნაპოლეონის თავდასხმისაგან 1812 წელს.

ბეჭდვა
1კ1