პორტ-არტურის ღვთისმშობელი (+1904) - 16 (29) აგვისტო
პორტ-არტურის ღვთისმშობელი (+1904) - 16 (29) აგვისტო
1903 წელს ერთხელ, ღამით, მეზღვაური თეოდორე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა. დაინახა ანგელოზებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი. სათავეში მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ედგათ. ზღვის ყურისკენ ზურგით მდგარი ღვთისმშობელი მეზღვაურს უყურებდა. ხელში დიდი ტილო ეკავა, რომელზეც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იყო გამოსახული. შორს, ნისლში მოჩანდა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი. მეზღვაური მიხვდა, რომ ღვთისმშობელი სწორედ მას უყურებდა. მის თავზე ღრუბლებში ანგელოზებს ცისარტყელების გვირგვინი ეპყრათ. გვირგვინის თავზე ჯვარი იყო გამოსახული და გაისმოდა სიტყვები: "და იყავნ თქვენ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო". ღვთისმშობელი ფეხებით თელავდა შიშველ და გადამტვრეულ ხმლებს.

ამ ხილვამ მეზღვაური შეაცბუნა, მაგრამ ღვთისმშობელმა გაამხნევა და უთხრა: - შორეული ზღვის სანაპიროზე ქვეყანას დიდი ბრძოლა ელის. დაწერე ხატი, რომელზეც აღწერ ამ ხილვას და გაგზავნე პორტ-არტურში. თუკი ჩემი ხატი დაბრძანდება ქალაქის კედელში, მართლმადიდებლები გაიმარჯვებენო.

ამის შემდეგ მოხუცი მეზღვაური კიევ-პეჩორის მონასტერში მივიდა და ყველაფერი ბერებს უამბო. ყოვლადწმინდა ხატი მართლაც შეიქმნა და "პორტ-არტურის" ღვთისმშობელი ეწოდა.

ბეჭდვა
1კ1