რჟევის, ანუ ოკოვეცის ღვთისმშობლის ხატი - 11 (24) ივლისი
რჟევის, ანუ ოკოვეცის ღვთისმშობლის ხატი - 11 (24) ივლისი
1539 წელს სულთმოფენობის დღესასწაულზე, ოკოვეცის მაზრაში, ქალაქ რჟევის სიახლოვეს უღრან ტყეში, იპოვეს ღვთისმშობლის ხატი და დიდი რკინის ჯვარი, რომლებიც გვერდიგვერდ მდგარ ფიჭვებზე იყო მიმაგრებული. ჩამოხსნისას ხატი და ჯვარი სასწაულებრივად გაბრწყინდა და იქ მყოფი სნეულები განკურნა. მოსკოვის მიტროპოლიტ იოსების ბრძანებით, ხატის და ჯვრის მოპოვების ადგილას ორი ტაძარი აშენდა ძელიცხოვლისა და ოდიგიტრიას (ღვთისმშობლის პატივსაცემად) სახელობისა. 1541 წლის იანვარში, ხატი საზეიმოდ მიაბრძანეს ახალაშენებულ მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში და იქ იმყოფებოდა 11 ივლისამდე, შემდეგ კი დაუბრუნდა მათი სასწაულებრივად მოპოვების ადგილს. მას მერე ყოველ 11 ივლისს დღესასწაულობენ რჟევის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას.

ბეჭდვა
1კ1