აბულის ღვთისმშობლის ხატი (VII) - 11 (24) ივნისი
აბულის ღვთისმშობლის ხატი (VII) - 11 (24) ივნისი
ეს წმინდა ხატი გამოჩინდა სერბეთში, VII საუკუნის ბოლოს. XVI საუკუნეში ის ესპანეთში, ქალაქ აბულში (აბილუ) გადააბრძანეს. ხატი დასვენებული იყო წმინდა მოწამეების ბიკენტის, საბინის და კრისკენტის სახელობის ტაძარში. 1870 წელს 11 ივნისს წმინდა ხატით ბრმა გოგონა განიკურნა და მას მერე დაწესდა აბულის ღვთისმშობლის დღესასწაული. ხატზე ღვთისმშობელი გამოსახულია კიბესთან ერთად, რომელიც მის მარჯვენა მხრიდან ქვემოთ ეშვება. ღვთისმშობლის მარცხენა ხელზე ზის ღვთაებრივი ყრმა მაკურთხეველი მარჯვენით, ხოლო მარცხენა ხელში გვირგვინი უპყრია.

ბეჭდვა
1კ1