ოქონის ღვთისმშობლის ხატი
ოქონის ღვთისმშობლის ხატი
ოქონის ეკლესია თამარ მეფის მოწადინებითა და შემწეობით აშენებულა, როგორც ალექსანდრე გარსევანიშვილი გვაუწყებს: ერთხელ, როცა თამარი ნაჭარმაგევის ჭალაში ნადირობდა (1187წ.), ხიდისთავის პირდაპირ, მტკვრის გადაღმა წააწყდა დაყუდებული ბერის, ათანასეს სადგომს, რომლის მახლობლად გუბდებოდა მტკვარი, ლიახვი და მეჯუდა და გორსა და მის მიდამოებს ტბორავდა ხურვალეთამდე. თამარმა წყალს გზა გაუხსნა, ბორცვზე ციხე და ოქონის ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. იმავე წელს თამარმა გორი ააშენა და ციხის ეკლესიის პირდაპირ მტკვრის მახლობლად ააგო მეორე ეკლესია და უწოდა გორის ღვთისმშობლის ეკლესია, ე.ი. გორის მცველისა და მფარველის ეკლესია. ამ ეკლესიიდან მცირე მოშორებით აზნაურ პეტრე დონაშვილს აუშენებია მცირე ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებისა. 1189 წელს თამარ მეფემ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, დონაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ფილიმონის შთამომავალს, დეკანოზ გარსევანს უბოძა და ხატის ამ ეკლესიაში გადმოსვენება ბრძანა. ეკლესიას კი ოქონის ხატის საყდარი, ანუ "ოქონა" უწოდა.


ბეჭდვა
1კ1