მაქსიმეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (+1299) - 18 აპრილი (1 მაისი)
მაქსიმეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (+1299) - 18 აპრილი (1 მაისი)
ეს წმინდა ხატი დაიხატა 1299 წელს ვლადიმირის მიტროპოლიტ მაქსიმეს (1305, ხსენება 6 დეკემბერს) დროს, გამოცხადების მიხედვით. როცა მაქსიმე კიევიდან ვლადიმირში ჩამოვიდა, ხილვაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, ომოფორი გადასცა და უთხრა: "მონაო ჩემო, მაქსიმე, კარგი ჰქენი რომ ჩემს ქალაქში ჩამოხვედი. მიიღე ეს ომოფორი და დამწყსე ჩემს ქალაქში სიტყვიერი ცხოვარნი". წმინდა ხატზეც ეს ხილვაა გამოსახული. როცა წმინდა მაქსიმეს ხილვის შემდეგ გამოეღვიძა, ხელთ ეპყრა ძილში ნანახი ომოფორი. ეს ხილვა ზეციური კურთხევა იყო მიტროპოლიის კიევიდან ვლადიმირში გადმოტანაზე. ომოფორი 112 წელი ვლადიმირის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინახებოდა. 1412 წელს თათრების შემოსევისას ტაძრის კანდელაკმა პატრიკმა გადამალა, რომელიც შემდგომში თათრებმა წამებით მოკლეს და ასე მიეფარა თვალთაგან ეს სიწმინდე.

ბეჭდვა
1კ1