ილინის ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატი (+1658) - 16 (29) აპრილი
ილინის ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატი (+1658) - 16 (29) აპრილი
ეს წმინდა ხატი 1658 წელს დაიხატა. 1662 წელს რვა დღის განმავლობაში ცრემლი სდიოდა. იმავე წელს თათრები დაესხნენ ჩერნიგოვს და იავარყვეს. ხატები ძირს ჩამოყარეს და მათი მოკაზმულობა თან წაიღეს, ხოლო ილინის ხატს ვერ შეეხნენ, უხილავი ძალა იცავდა. ღვთისმშობელმა არ დაუშვა, რომ მტერი ანტონ მღვიმელის მღვიმეში შესულიყო, სადაც მონასტრის ძმობა იმალებოდა. უეცრად, თითქოს რაღაცამ შეაშინაო, თათრებმა გაქცევით თავს უშველეს.

ბეჭდვა
1კ1