ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ხატის (მოსკოვის) დღესასწაული - 25 მარტი (7 აპრილი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ხატის (მოსკოვის) დღესასწაული - 25 მარტი (7 აპრილი)
მოგეხსენებათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულის მარიამის მთავარანგელოზის მიერ ხარება სამყაროს შექმნიდან 5508 წელს აღესრულა და ეს ფაქტი ქრისტეს შობიდან III საუკუნეში უკვე საყოველ-თაოდ გახდა აღიარებული.

მოსკოვის კრემლში საკრებულო მოედანზე იმყოფება ხარების ხატი. გადმოცემა გვიამბობს, რომ იოანე მრისხანის დროს ხატი ერთ ტუსაღს გამოუჩნდა, რომელიც კრემლის კოშკში იყო გამომწყვდეული და იხსნა იგი სასჯელისაგან. იმპერატრიცა ანნა იოანეს ასულმა აღსაყდრებამდე 1731 წელს ამ სასწაულმოქმედი ხატისთვის ხარების ტაძარი მოაწყო ისე, რომ კოშკის გარეთა მხარე, რომლის შიდა კედელზეც ხატია მოთავსებული, ეკლესიის შიგნით მოექცა .

ბეჭდვა
1კ1