თეოდორეს ღვთისმშობლის ხატი (+1613) - 14 (27) მარტი
თეოდორეს ღვთისმშობლის ხატი (+1613) - 14 (27) მარტი
საეკლესიო გადმოცემით, ეს წმინდა ხატი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ არის დახატული. წმინდა ხატი 1238 წელს ძველ ქალაქ გოროდცში, ძველისძველ ხის სამრეკლოში იპოვა კეთილმსახურმა თავადმა იური ვსევოლოდივიჩმა. რომელიც თათრებთან ომში გარდაიცვალა და ხატი გადავიდა მისი ძმის იაროსლავის, ნათლისღებით თეოდორეს ხელში, და სიწმინდეს თეოდორეს ღვთისმშობლის ხატი ეწოდა. ხატს დიდ პატივს მიაგებდნენ რუსეთში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ მოვლენასთან არის დაკავშირებული.

ხატის მეორე მხრეს წმინდა პარასკევაა გამოსახული. ვარაუდობენ, რომ ხატის გამოჩენა დაკავშირებულია წმინდა ალექსანდრე ნეველის მეუღლესთან, რომელსაც ნათლისღებით პარასკევა ეწოდა. ამ წმინდა ხატის პატივსაცემად გერმანელ პრინცესებს მართლმადიდებლებად მონათვლის შემდეგ მამის სახელად თეოდორეს (ღვთისთვის შეწირული) მოიხსენიებდნენ. მაგალითად, დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული, დედოფალი, მოწამე ალექსანდრა თეოდორეს ასული.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1