ლიდას (ლუდიას) ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი - 12 (25) მარტი
ლიდას (ლუდიას) ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი - 12 (25) მარტი
როცა წმინდა მოციქულები პეტრე და იოანე ლიდაში ქრისტეს ქადაგებდნენ, იერუსალიმთან ახლოს ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგეს. იერუსალიმში ჩასულები ღვთისმშობელს ევედრებოდნენ, მოსულიყო ლიდაში და ეკურთხებინა ახალმოქცეულთა ტაძარი. უფლის დედამ მათ უთხრა: "წადით მშვიდობით, მე თქვენთან ვიქნები". ტაძარში მისულებმა ნახეს, რომ ტაძრის ერთ-ერთ საყრდენ სვეტზე გასაოცარი სილამაზის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი იყო გამოსახული. შემდგომში თვითონ ღვთისმშობელმა მოინახულა ლიდას ტაძარი.

იულიანე განდგომილის მმართველობის დროს (361- 363) ლიდაში სასწაული მოხდა. ტაძარში ქვისმტეხლები გაგზავნეს სასწაულმოქმედი ხატის გასანადგურებლად. მაგრამ, რამდენსაც არ ცდილობდნენ წმინდა ხატის განადგურებას, ის არ ქრებოდა, უფრო და უფრო ღრმად შედიოდა სვეტში. მადლმოსილი ხატის ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო, და მისი მრავალი ასლი დამზადდა, მათ შორის ერთი რომშიც ჩააბრძანეს, და ისიც სასწაულმოქმედი გახდა.

არსებობს ლიდას ღვთისმშობლის სხვა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც წმინდა პეტრე მოციქულის მიერ განკურნებული ენეას მიერ აშენებულ ტაძარშია. როცა ამ ტაძრის წართმევა მოინდომეს წარმართებმა და იუდეველებმა, მმართველის ბრძანებით, ტაძარი სამი დღით დაკეტეს, რათა უფალს ენიშნებინა, ვის ეკუთვნოდა შენობა. სამი დღის შემდეგ, როცა ეკლესია გახსნეს, იქ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი იხილეს. ლიდას ხატებზე წერდა სამი აღმოსავლელი პატრიარქი (იერუსალიმის, ანტიოქიის და ალექსანდრიის) ხატმებრძოლი იმპერატორის თეოფილესადმი (829-842) გაგზავნილ წერილში. მასზე საუბრობს იმპერატორი პორფიროგენეტი (921-959) ედესის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი მიძღვნილ ისტორიულ სიტყვაში.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1