კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ეს წმინდა ხატი 392 წელს გამოჩინდა კუნძულ კვიპროსზე. იგი ღვთისმშობლის ტაძრის ("პანაგია ანგელოქტისტა") კარებზე იყო დაბრძანებული. ერთხელ ვინმე სარკინოზმა ტაძარს რომ ჩაუარა, ისარი ესროლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუხლს მოხვდა. იმავე წამს ხატიდან იმდენი სისხლი წამოვიდა, რომ მიწა გადააწითლა. შეშინებულმა სარკინოზმა სახლისკენ გააჭენა ცხენი, მაგრამ ვერ მიაღწია და გზაში მკვდარი დაეცა. უძველესი დროიდან ხატი სტავრუნის მონასტერშია დასვენებული, ტაძარში, რომელიც, გარდამოცემით, ხატის მოპოვების ადგილას არის აშენებული.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1