ქილანდარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "დაუჯდომელი" - 12 (25) იანვარი
ქილანდარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "დაუჯდომელი" - 12 (25) იანვარი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს ხატი "დაუჯდომელისად" წოდებული, ჩასვენებულია ათონზე ქილანდარის მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის საკრებულო ტაძრის კანკელში. ქილანდარელი მონაზვნები მას "მსწრაფლშემსმენელსაც" ეძახიან.

ისტორიული წყაროები არაფერს გვეუბნება თუ როდის მიბრძანდა ეს ხატი ათონის მთაზე. გადმოცემით ღვთისმშობლის ხატის გამოჩენა და განდიდება მოხდა XII საუკუნეში. წმინდა საბა სერბს ამ ხატიდან ჰქონდა გამოცხადება და იპოვა განძი, რომლითაც დაასრულა სავანის მშენებლობა. თუმცა წმინდა საბას ცხოვრების არც ერთ რედაქციაში ეს ამბავი არ არის შეტანილი.

1837 წელს ეკლესიარქის დაუდევრობის გამო, რომელსაც კანდელის ჩაქრობა დაავიწყდა, ქილანდარის სავანეში, კანკელს ცეცხლი წაეკიდა და ლამის მთლიანად დაიწვა, თუმცა ქილანდარელთა სანუგეშოდ, ამ კანკელში ჩასვენებული ღვთისმშობლის ხატი უვნებელი გადარჩა. და რადგანაც, ხანძრის დროს ამ ხატის წინ დაუჯდომელის ლოცვას კითხულობდნენ, ხატმაც "აკათისტოს" სახელწოდება მიიღო.
.......................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1