კუპიატიჩის ღვთისმშობლის ხატი (+1180) - 15 (28) ნოემბერი
კუპიატიჩის ღვთისმშობლის ხატი (+1180) - 15 (28) ნოემბერი
კუპიატიჩის ღვთისმშობლის ხატი 1180 წელს სოფელ კუპიატიჩის სიახლოვეს, ტყეში ხეზე იპოვა გლეხის გოგონამ, ანამ, რომელიც იქ საქონელს მწყემსავდა. წმინდა ხატი ჯვრის სახისა იყო და უჩვეულო ნათელს ასხივებდა. გლეხებმა ხატის სასწაულებრივი მოპოვების ადგილას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააშენეს, სადაც დააბრძანეს სასწაულებრივად ნაპოვნი ხატი. რამდენიმე წლის შემდეგ თათრებმა ტაძარი დაწვეს. გავიდა მრავალი წელი და დამწვარ ტაძართან შემთხვევით გაიარა მგზავრმა, ვინმე იოაკიმემ, მან მეორედ მოიპოვა ღვთისმშობლის ხატი. გლეხებმა ეს სიწმინდე სოფლის ეკლესიაში დაასვენეს. იოაკიმე კი ღვთის განგებულებით ტაძარში მნათედ დარჩა. XVII საუკუნის დასაწყისში ეკლესიასთან დაარსდა კუპიატიცკის მონასტერი, რომელიც საუკუნის დასასრულს ჯერ კათოლიკეებმა ჩაიგდეს ხელში, შემდეგ უნიატებმა. მონასტრის ბერძენმა მამებმა დატოვეს და ღვთისმშობლის ხატი კიევის წმინდა სოფიის ტაძარში გადაასვენეს. ხატი მომცრო ზომის სპილენძის ჯვარია, რომლის ერთ მხარეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული, ყრმა იესოთი ხელში, მეორე მხარეს კი ჯვარცმა.

ბეჭდვა
1კ1