ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ქრისტეს შობამდე და შობის შემდეგაც ქალწული" (+1827) - 17 (30) ოქტომბერი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ქრისტეს შობამდე და შობის შემდეგაც ქალწული" (+1827) - 17 (30) ოქტომბერი
ეს წმინდა ხატი მოსკოვის ეპარქიაში, პეშნოშის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მიაბრძანა მოსკოველმა ვაჭარმა ალექსი მოკეევმა. დაახლოებით 1780 წელს ალექსი მონასტრის ძმობას შეუერთდა. მთელი ფული არქიმანდრიტ მაკარს გადასცა, წმინდა ხატი კი თავის კელიაში დატოვა. ალექსის გარდაცვალების შემდეგ ხატი წინამძღვარს მიუტანეს. მან კი როცა ნახა, რომ ხატი ტილოზე ზეთის საღებავებით იყო შესრულებული, ბრძანა, სავანეს შორიახლოს მდებარე წმინდა მეთოდეს ეკვდერის შესასვლელში დაესვენებინათ. ხატიდან პირველი სასწაულები 1827 წელს მოხდა. არქიმანდრიტმა როცა დაათვალიერა და პერანგის გაკეთება დაუპირა, აღმოჩნდა, რომ ტილოზე დახატული ღვთისმშობლის ხატი გადაკრული იყო ფიცარზე, რომელზეც ღვთისმშობლის სხვა უკეთესი ხატი იყო დახატული. ხატმა განსაკუთრებით სახელი გაითქვა 1848 წლის ქოლერის დროს, როცა ბევრი ადამიანი განიკურნა, ვინც მას შეწევნა სთხოვა.

ბეჭდვა
1კ1