ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - "პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი" - ბარაქის ხატი (XIX) - 15 (28) ოქტომბერი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - "პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი" - ბარაქის ხატი (XIX)  - 15 (28) ოქტომბერი
ეს წმინდა ხატი წმინდა ამბროსი ოპტელის კურთხევით დაიხატა 1890 წელს. ამ ხატით აკურთხა მან ახალდაარსებული ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის შამორდინოს დედათა მონასტერი.

ამ ხატზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი. ქვემოთ პურის ყანაში ყვავილებსა და ბალახს შორის ძნები მოჩანს.

როდესაც ხატს სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი უწოდა, წმინდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა თავის სულიერ შვილებსაც, რომლებიც შამორდინოს დედათა სავანეში ცხოვრობდნენ. აქვე გაატარა წმინდანმა ცხოვრების უკანასკნელი წლები.

ამ წმინდა ხატიდან მრავალი სასწაული აღსრულებულა და კვლავაც აღესრულება.

ხატმა ერთ-ერთი პირველი დიდი სასწაული სწორედ შამორდინოს სავანეზე გარდამოავლინა რუსეთის შიმშილობის წელს (1891 წ.) და მონასტრის ველებსა და მთელ გუბერნიას მდიდარი მოსავალი მიმადლა.

1892 წელს გვალვისას, როცა ხატის ასლის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა ვორონეჟის გუბერნიაში, მინდვრები გაცოცხლდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა.

აქვე წაიკითხეთ:

ბარაქის ღვთისმშობლის ლოცვა


ბეჭდვა
1კ1