25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე სრულდება
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე სრულდება
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ტორონტოში არსებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საზეიმო ღონისძიება აღინიშნება.
ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის და მონრეალის წმინდა ნინოს სამრევლოს წინამძღვმა, დეკანოზმა თომა ბეკურიშვილმა "კარიბჭესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად, ტრადიციულად ყოველ წელს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე, ტორონტოში ერთადერთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში უამრავი ქართველი იმიგრანტი მობრძანდება. ეს არის ამერიკასა და კანადაში მცხოვრები ქართველი იმიგრანტებისათვის დიდი დღესასწაული, რადგანაც ქართველები ნუგეშს, თავშესაფარს და დახმარებას ეკლესიის წიაღში პოულობენ. როგორც მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებული ყველა ქართული სამრევლო ტაძრის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმსახურებას აღავლენს მეუფე საბა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ქართულ სამღვდელოებასთან ერთად. ასევე გაიმართება ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ქართული ხალხური ცეკვის, სიმღერის ანსამბლების, კულტურული ცენტრების შეხვედრები და ღონისძიებები. ვფიქრობთ, მსგავსი ერთობლივი მსახურებები და ღონისძიებები უფრო მეტად გააერთიანებს, უფალში და ერთობაში გააძლიერებს, სამშობლოდან გადახვეწილ იმიგრანტებს, ასევე სხვა ეროვნების მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

KARIBCHE

სადღესასწაულო მსახურებას დაესწრებიან და საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერიონი", ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის ანსამლი "ფესვები", ნიუ ჯერსის ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები", ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ოსტატები და მომღერლები: შალვა და გაბრიელ მახარაშვილები, უჩა აბულაძე, დიანა ირემაშვილი და გუნდი "ალილო". ასევე ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო გაუმასპინძლდება ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან ჩამოსული სამრევლოების წარმომადგენლებს. სტუმრები მობრძანდებიან ნიუ იორკიდან, ნიუ ჯერსიდან, პენსილვანიიდან, მერილენდიდან და ილინოისიდან. ფრიად აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეების უმრავლესობას ამერიკის ქალაქებიდან ტორონტომდე მისაღწევად ათასი კილომეტრების გადმოლახვა მოუწევთ. გვახარებს ის, რომ ქართული ეპარქიის სამრევლოებში ერთმანეთის დიდი სიყვარული და თავდადება მეუფე საბას მიერ ჩანერგილი და ნასწავლია.
ტორონტოს სამრევლო, ეკლესიის მსახურები, მეტრაპეზეები, ანსამბლის ქორეოგრაფები, მომღელები და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები, დეკანოზი თომას წინამძღვრობით, დიდი შრომით, პასუხისგებლობით და თავდადებით გეგმავენ და ახორციელებენ ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც კანადის ისტორიაში იქნება ქართველთა გამაერთიანებელი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.

KARIBCHE

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია 2009 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაარსდა. მის მმართველად დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). ეპარქიის იურისდიქციაში შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არსებული ქართული სამრევლოები. 2014 წელს, წმინდა სინოდის დადგენილებით, არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი) გამოარჩიეს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ ხელი დაასხეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.

KARIBCHE KARIBCHE

წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში მრავალი სამრევლო გაიხსნა. გამრავლდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი. სხვადასხვა სამრევლოებთან ასევე ფუნქციონირებს კულტურის ცენტრები, რომელიც უზრუნველჰყოფს უცხოეთში მყოფი ბავშებისთვის ქართული ენის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.


KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1