მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს. მას ესაზღვრება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკები. რაც შეეხება თავად მარნეულის ეტიმოლოგიას ერთ-ერთი მოსაზრებით იგი მარანს უკავშირდება. აქ იყო ძირძველი კულტურა, ქართული ვაზისა. ტოპონიმს არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს. მარნეულის ველზე დანგრეულ გორა ნასახლარზე არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიბწა აღმოაჩინეს. ვაზი, ღვინოსთან არის დაკავშირებული, ღვინო კი ევქარისტული კავშირია უფალთან. საქართველოს ამ კუთხის წარსული ძნელბედობით გამოირჩევა, ჯალალ ედდინი, თემურ ლენგი, ლეკიანობა, თურქმენული ტომების ჩამოსახლება, ვაზის აჩეხვა. ჩვენს წინაპარს ერთ ხელში ჯვარი ეჭირა, მეორე ხელში ხმალი. ერთით მტერს იგერიებდნენ მეორეთი სარწმუნოებას იცავდნენ და იმ საუკუნოვან კულტურას, იმ ღირებულებებს ინარჩუნებდნენ რაც დღემდე შემონახულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში 70-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის სახით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის -ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით 2013 წლის 11 ოქტომბერს რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას გამოეყო მარნეულის ეპარქია და მას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ეწოდა. ამავე წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, იღუმენი გიორგი (ჯამდელიანი) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავრად აკურთხეს.
ბეჭდვა
1კ1