ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები
ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები
ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ქვემო ქართლში. იგი მოიცავს უძველეს ქალაქებს - ბოლნისსა და დმანისს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მიჯნა საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა.

ქვემო ქართლი ოდითგანვე ქვეყნის ძლიერების მტკიცე დასაყრდენი იყო და მას დიდ ყურადღებასაც უთმობდნენ ქართველი მეფეები. ქ. დმანისი, ძველი ქართული ისტორიული წყაროებით, დბანისი, ანტიკური გუგარეთის (გუგარქი ანუ "ქართველთა ველი") შემადგენელი ნაწილია. IV ათასწლეულის შუა ხანებიდან დასახლებული ტერიტორიაა, IV-VIII ს.ს.-ში - ქალაქის ტიპის მცირე დასახლება, ხოლო IX ს-დან - ქალაქი. შუა საუკუნეების საქართველოში დმანისი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მსხვილი სტრატეგიული, ეკონომიკური და სასულიერო ცენტრია. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის დროს 12 საეპისკოპოსოთაგან ოთხის ქვემო ქართლში დაარსება რეგიონის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს. V ს-ის მიწურულსა და VI ს-ის დასაწყისში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ამ უძველეს სამწყსოში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა (სამ ეკლესიიანი ბაზილიკა დმანისის სიონი, VIს., განახლებულია IXს-ში). აღსანიშნავია, რომ დმანისის სიახლოვეს, სოფ. ვარდისუბანში, აღმოჩენილია ეკლესიის (ვარაუდით, გუმბათოვანის) ნანგრევები IV-VI ს.ს.-ისა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიონის კათედრალის აგებამდე საეპისკოპოსო ტაძარი ვარდისუბნის ეკლესია იყო. დმანისხევ-ზურტაგეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრები, გარდა დმანისის სიონისა, მხოლოდ ბაზილიკურ-დარბაზული ტიპის ნაგებობებია. ადრექრისტიანული ხანის ტაძრები უმთავრესად განლაგებულია მდინარეების მაშავერას, ფინეზაურის, დამბლუტისწყლისა და კაზრეთულას ხეობებში, სადაც მოპოვებულია აგრეთვე ადრექრისტიანული ხანის ქვის სტელები. მათგან გამოსაყოფია უძველესნი: ვარდისუბნის "მრგვალი ეკლესია" (IV-VI ს.ს.), უკანგორის "ორკარიანი ეკლესია" (Vს.), უკანგორის შვერილაბსიდიანი მცირე ეკლესია (Vს.), "ბალიჭის ეკლესია" (V-VI ს.ს.), განთიადის დარბაზული ტიპის "ოთხი ტაძრის" კომპლექსი-გალავანი (V-VIIIს.ს.). აღსანიშნავია, რომ უკანგორის ბაზილიკების ლაპიდარული წარწერები, რომლებიც დათარიღებულია VI ს-ით, ბოლნისის სიონის წარწერებთან ერთად, ჩვენამდე მოღწეული უპირველესი ეპიგრაფიკული ძეგლებია საქართველოს ტერიტორიაზე. ისტორიული გადმოცემით, VI ს-ში, წმინდა ღმერთშემოსილმა მამამ, დავით გარეჯელმა, კუჩუტის მთებში კლდეში გამოაკვეთინა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მის სახელს ატარებს.

დმანისის მწყემსმთავრის იურისდიქცია ისტორიულად მოიცავდა: დმანისხევს (მაშავერას ხეობის ქვემო და ზემო წელი, ფინეზაურის ხეობა, ლოქის წყლის ხეობის ნაწილი), ზურტაგეტ-გომარეთს, დამბლუტისწყლის, ქცია-ხრამის ხეობის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიებს; ასევე, დღევანდელ ბოლნისის რაიონში შემავალ სოფლებსა და დასახლებებს. რა თქმა უნდა, "ქართველთა ველად" წოდებულ ლორე-ტაშირს (ამჟამად სომხეთის ტერიტორია). ამგვარად, ეს მხარე ძალიან მდიდარია V-XVIIII ს.ს.-ის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით: ბოლნისის სიონი (Vს.); აკაურთის ეკლესია (V-VIს.ს.); დმანისის სიონი (VIს.); აკვანება (VI-VIIს.ს.); ტანძიის წმინდა გიორგისა და ყვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები; წუღრუღაშენი (XIIIს.); კაზრეთის და დიდი გომარეთის სამონასტრო კომპლექსები; სათხე და სხვა. ამ კუთხეში ადრიდანვე ფართოდ იყო გაშლილი მწიგნობრული საქმიანობაც. მრავალთაგან გამოირჩევა ცნობილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი. ეპარქიის მრავალრიცხოვან ეკლესია-მონასტერს უმდიდრესი წიგნთსაცავები ჰქონდა. დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში სამუდამო განსასვენებელი ჰპოვეს კეთილმსახურმა მეფე-აღმსარებელმა ვახტანგ III-მ და მისმა შთამომავლებმა.

მიუხედავად ეპარქიაში ისტორიულად არსებული მრავალი სამონასტრო ცენტრისა, სამწუხაროდ, სამონასტრო ცხოვრების ამსახველი წერილობითი მასალა მეტად მწირი შემორჩენილა, რაც გამოწვეულია დამპყრობთაგან ამ მხარის მუდმივი რბევა-აწიოკებით.

XVIII ს.-ის დამლევს დმანისის სანახები, გამუდმებული შემოსევების გამო, სრულიად გაპარტახებული დახვდათ აქ გადმოსახლებულ ჯავახ გლეხებს (მკვიდრი მოსახლეობა აქა-იქღა შემორჩენილიყო). მათი შთამომავალია დღევანდელი დმანისის ქართული მოსახლეობის უმრავლესობა.

მეფის რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, XIX საუკუნეში, დმანისის რაიონის ტერიტორია შედიოდა ჯერ ლორეს და შემდეგ ტფილისის მაზრაში. 1917-1930 წლებში პირდაპირ დაექვემდებარა თბილისს.

1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული წარსულის მქონე ეპარქიებში ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება ძალზე ნელა მიმდინარეობდა.

ძველი ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით, ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისისა და დმანისის ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი) იქნა დადგენილი. 2003 წელს კი ეს ეპარქია გაიყო. აღდგენილი ბოლნისის ეპარქიის მწყემსმთავარი გახდა მთავარეპისკოპოსი თეოდოზი (ამჟამად მეუფე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას განაგებს, ბოლნისის ეპარქიის მმართველი კი ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე) გახლავთ). 2003 წლის 18 აგვისტოს, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ურბნისის საკათედრო ტაძარში შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. კრებამ, სხვა კათედრებთან ერთად, აღადგინა ისტორიული დმანისის ეპარქიის კათედრაც, რომელიც XVIII ს-ის 50-იან წლებში იქნა გაუქმებული. კათედრის მღვდელმთავრად წმინდა სინოდმა დაადგინა სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი ზენონ იარაჯული. კურთხევა შედგა 2003 წლის 31 აგვისტოს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat