მირონის მოხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს აქვთ
მირონის მოხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს აქვთ
მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ვნების შვიდეულის დიდი ორშაბათიდან დაწყებული, დიდ ხუთშაბათამდე, მირონის ხარშვის წესი სრულდებოდა. სამი დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმსახურები წმინდა მირონს ამზადებდნენ.. ამ რიტუალის შესრულება ვნების შვიდეულის დიდ ორშაბათს, დილის ცხრა საათზე დაიწყო, როდესაც ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერსი ილია მეორე მიბრძანდა. წმინდა მირონის ხარშვის დაწყებამდე მცირე აიაზმის წესით წყლის კურთხევა შერულდა. რიტუალის დაწყებამდე მრევლს უქადაგა კათოლიკოს-პატრიქმა ამ დღის მნიშველობაზე. ბოლოს საქართველოში მირონი 1995 წელს მოიხარშა. ზეთი, ღვინო, საკმეველი, სხვადასხვა სახის ყვავილი _ მირონს ოცდაათზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისგან ამზადებენ. ამ წმინდა სითხეს ღვთისმსახურები ნათლობისას და წმინდა ტრაპეზის კურთხევის დროს გამოიყენებენ. მირონცხების საიდუმლო სრულდება მეფეთა კურთხევის დროსაც. მირონის მოხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს აქვს. საქართველოს ეკლესიამაც ეს უფლება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს მოიპოვა. უძველესი დროიდან ეს რიტუალი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულდება, თუმცა რუსეთის ცარისტული რეჟიმის საქართველოში დამყარების შემდეგ, 1918 წლამდე, მირონი ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხარშულა. 1990 წელს მსოფლიოს საპატრიქრომ უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად აღიარა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა მეხუთე საუკუნიდან. მაშინ საკამათო იყო ისიც, უნდა მოემზადებინა თუ არა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მირონი, თუმცა კათოლიკოს-პატირაქის ძალისხმევით, ეს საკითხიც დადებითად გადაწყდა. დიდი ხუთშაბათს კი მირონი საქართველოს ეკლესიის მეთაურმა საკუთარი კათოლიკოს-პატრიარქობის განმავლობაში უკვე მესამედ აუკრთხა.

გვესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, მამა ალექსანდრე ბეჟიტაშვილი:

_ ღვთის მადლით და წყალობით, უფალმა, ადამიანების განსამტკიცებლად მირონის კურთხევა დაუშვა. მირონს მაშინ ხუთი ნივთიერებისგან ამზადებდნენ.Aამას, ადამიანის ხუთი გრძნობიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი საიდუმლოა მირონის კურთხევა, მირონცხება, რომელიც გამოიყენება ნათლობის დროს. მონათლული ადამიანი უკვე მირონცხებულად იწოდება. მირონს ასევე აცხებდნენ მეფეებს და წინასწარმეტყველებს, ისინიც მირონცხებულად ითვლებოდნენ.Eეს წესი ძველი აღთქმიდან არის შემოღებული და ახალი აღთქმის ეკლესიაში გადმოვიდა. ახალ აღთქმაში მირონცხების წესი და ტრადიცია თვით იესო ქრისტემ მოგვცა. თავიდან პირველი წესი და ანალოგი მირონცხებისა, იყო მოციქულთაგან ადამიანების მონათვლის დროს თავზე ხელის დადება. ასე გადმოდიოდა მათზე სულიწმინდის მადლი. ხალხის გამრავლების შემდეგ უკვე საჭირო გახდა, ეკლესიებში გაეგზავნათ ნაკურთხი მირონი და მირონცხებული ადამიანი იმ მადლის მატარებელი გამხდარიყო, რასაც მოციქულები თავისი ხელდადებით ანიჭებდნენ ახლადმონათლულთ. მირონის კურთხევის პროცესს ახალი აღთქმის ეკლესიაში სხვადასხვა ნივთიერებები დაემატა _ სურნელოვანი ზეთები, საკმევლის ზეთი...Mმირონის ცხება ტიპიკონურად შედგენილია. მირონის კურთხევისთვის მზადება უნდა დაიწყოს დიდი მარხვის ბოლო კვირას, ვნების შვიდეულის ორშაბათს. ამ რიტუალს მუდამ ეკლესიის საჭეთმპყრობელი აღასრულებს. მირონის კურთხევის უფლება აქვს მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს.

უწმინდესმა თავად ჩაასხა მირონი ჭურჭელში, თავად მოუკიდა ცეცხლი. რის შემდეგაც სვეტიცხოველში სამი დღის განმავლობაში თითოეული მღვდელმთავარი მობრძანდებოდა შესაბამის დროს და მირონის ხარშვის დროს სახარებას კითხულობდა. დილით იკითხებოდა სახარებები, ხოლო ღამით ფსალმუნები. ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის დროს, უწმინდესმა თავად აკურთხა მირონი. ნაკურთხ მირონს სხვადასხვა ეპარქიაში წააბრძანებენ მღვდელმთავრები და გამოიყენებენ ნათლისღებაზე. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ახალი ნაკურთხი მირონით საქართველოში მირონცხებული მეფე დაბრუნდეს. ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ იცხებს მირონს, თუ რჩეული მეფე ხდება, ამ სიწმინდეს მაშინ მეორედ იცხებს.

***
სვეტიცხოველში არის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სვეტიცხოველს ასევე, როგორც მეორე იერუსალიმს ისე უწოდებენ. სვეტიცხოვლის ტაძარი არის საქართველოს ეკლესიის ღერძი. ამიტომ არა მარტო მირონის კურთხევა, არამედ პატრიარქად აღსაყდრება, მეფედ კურთხევაც კი უნდა მოხდეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.Eეს ტრადიცია ოდითგანვე გადაეცემა თაობიდან თაობას.

მირონცხებული ადამიანი აღბეჭდილია იმით, რომ ის უკვე მირონცხებულია ღვთის მიერ, ღვთის მადლის, სულიწმინდის მიერ. მირონის ცხებას აქვს ასევე ცოდვათა მიტევების მინიჭების მადლი.

დაე, უფალმა მოგვმადლოს სულიწმინდის მადლი. ყველაზე მთავარია, გვქონდეს სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. ღმერთმა დაგლოცოთ და სიხარული მოგცეთ.
მირონის მოხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს აქვთ
ბეჭდვა
1კ1