ხსენება 170 წმინდა მამისა, რომლებიც შეიკრიბნენ VI მსოფლიო კრებაზე (680-681 წლებში) - 23 (05.02) იანვარი
ხსენება 170 წმინდა მამისა, რომლებიც შეიკრიბნენ VI მსოფლიო კრებაზე (680-681 წლებში) - 23 (05.02) იანვარი
VI მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის III) (680-681; 692) მოიწვიეს მონოთელიტთა მწვალებლობის დასაგმობად, რომლებიც თუმც აღიარებდნენ ქრისტეში ორ ბუნებას, მაგრამ ერთ ღვთაებრივ ნებაში აერთიანებდნენ მათ.

ეპისკოპოსისგან შემდგარმა ამ კრებამ დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესუ ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ კაცს, ორი ნება გააჩნია, მაგრამ მისი ადამიანური ნება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მიჰყვება და ექვემდებარება ღმრთიურ ნებას.

დოგმატი კონსტანტინოპოლის VI მსოლიო კრებაზე შეკრებილი 170 წმინდა მამისა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ ვაღიარებთ ორ ბუნებრივ ნებას ან სურვილს მასში და ორ ბუნებრივ ქმედებას განუშორებლად, შეურწყმელად ჩვენი წმინდა მამების მოძღვრების თანახმად. ასევე ვქადაგებთ:

ორი ბუნებრივი ნება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, დაე, ნურც იქნება, როგორც უკეთური ერეტიკოსები ამბობენ, მაგრამ მისი ადამიანური ნება მიჰყვება და არ ეწინააღმდეგება და არ ებრძვის, არამედ ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1